პირადი სივრცე
ონლაინ კონსულტაცია
FAQ

ენერჯი ბარათის მეშვეობით „სოკარის“ მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ მომენტალური ფასდაკლება, დააგროვონ ქულები, წინასწარ შეიძინონ საწვავი და მიიღონ მონაწილეობა „სოკარის“ მიერ დაგეგმილ მარკეტინგულ აქციებში.

*ყოველ პარასკევს და შაბათს, ენერჯი ბარათის მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ განსაკუთრებული აქციით - ბენზინზე და დიზელზე 15 თეთრიანი ფასდაკლებით. 

როგორ მუშაობს?

  • ენერჯი ბარათი წარმოდგენილია 3 მთავარი ფუნქციით -  ფასდაკლება, დაგროვება და გადახდა.
  • ფასდაკლების ფუნქციის ნაწილში, ბენზინსა და დიზელზე მომხმარებლები იღებენ 10 თეთრიან ფასდაკლებას, ბუნებრივი აირის მოხმარებლები -  7-10 თეთრამდე ფასდაკლებას.
კუბი თვეში      ფასდაკლება (თეთრი) 
0-200              7
201-300              9
 ≥301
             10      
            

  • დაგროვების ფუნქციით, მომხმარებლები ყოველ 1 ლიტრ ბენზინსა და დიზელზე აგროვებენ 3 ქულას, 1 ქულა = 1 თეთრს. 
  • გადახდის ფუნქციით, მომხმარებელს შეუძლია წინასწარ შეიძინოს ბენზინი და დიზელი ვებ გვერდის ან აპლიკაციის მეშვეობით და უშუალოდ ენერჯი ბარათით ჩაისხას საწვავი ავტო გასამართ სადგურზე.
  • ონლაინ შესყიდვის დროს, 1 ლიტრზე 3 ქულის მაგივრად, გროვდება გაორმაგებული 6 ქულა.
  • დაგროვილი ქულების გამოყენება შესაძლებელია საწვავის შესაძენად და მარკეტების ქსელ Way Mart-ში" გადახდისთვის.
  • დაგროვილი ქულებს მოქმედების ვადა აქვს მომდევნო წლის ბოლომდე.
  • ენერჯი ბარათი არის უფასო და მისი აღება შესაძლებელია „სოკარის“ ნებისმიერ ავტო გასამართ სადგურზე და სერვის ცენტრებში.

აპლიკაცია

  • აპლიკაციის (SOCAR Geo) გადმოწერა შესაძლებელია Google Play-დან და App Store-დან.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ცხელ ხაზს: *0001 ან მოგვწერეთ მეილზე Info@Socar.ge