პირადი სივრცე
ონლაინ კონსულტაცია
FAQ

Euro 2020 Baku (მეოთხედფინალი)

1 თებერვლიდან 25 მაისის ჩათვლით, ყოველ თვე გამოვლინდებიან ნანო ევრო რეგულარისა და ბუნებრივი აირის ყველაზე აქტიური მომხმარებლები, რომლებიც ევრო 2020-ის მეოთხედფინალის 2 ბილეთს მიიღებენ.

კონკურსის პირობები მოქმედებს მხოლოდ განახლებული ენერჯი ბარათის მომხმარებლებისთვის.

ხშირად დასმული კითხევბი

1. სად ტარდება ევრო 2020 ის მეოთხედფინალი და როდის ?

მატჩი 4 ივლისს,  ქალაქ ბაქოში გაიმართება.

2. სად შეიძლება ჩემს მიერ შეძენილი საწვავის შესახებ ინფორმაციის ნახვა ?

საწვავის მოხმარების კონტროლი შესაძლებელია www.sgp.ge ვებ გვერდის პირადი კაბინეტის ან აპლიკაცია Socar Geo-ს საშუალებით. ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია სოკარის ნებისმიერ სერვის-ცენტრში ან ცხელი ხაზის ნომერზე *0001.



 

3. სად შეიძლება მიმდინარე თვის რეიტინგის ნახვა ?

იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე თვის ჭრილში რეიტინგის პირველ ასეულში იმყოფებით, თქვენი რეიტინგი გამოჩნდება www.sgp.ge ვებ გვერდის პირად კაბინეტში ან აპლიკაციაში Socar Geo. თუკი, ტოპ მომხმარებლების ასეულში არ იმყოფებით, თქვენი რეიტინგი არ გამოჩნდება.


4. რამდენი გამარჯვებული გამოვლინდება ჯამში ?

4 თვის განმავლობაში ჯამში გამოვლინდება 8 გამარჯვებული რომლებსაც გადაეცემათ 2 ბილეთი - ყოველ თვე 1 გამარჯვებული ნანო ევრო რეგულარის მოხმარებელებს შორის და 1 გამარჯვებული ბუნებრივი აირის მომხმარებლებს შორის.

5. როდის გამოვლინდებიან თვის გამარჯვებულები და სად ?

ყოველი მომდევნო თვის 1-ელ რიცხვში სოკარის ფეისბუქის გვერდსა და ვებ გვერდზე გამოცხადდება ინფორმაცია გასული თვის გამარჯვებულების შესახებ. კომპანია სოკარის თანამშრომლები დაუკავშირდებიან გამარჯვებულებს. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია სწორად გვაქვს დაფიქსირებული. ამისათვის შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი პირადი მონაცემები www.sgp.ge გვერდის პირად კაბინეტში, აპლიკაციაში Socar Geo, სოკარის ნებისმიერ სერვის ცენტრში ან ცხელი ხაზის ნომერზე *0001.


6. გადადის თუ არა მიმდინარე თვის საწვავის ისტორია მომდენო თვეს ?

მიმდინარე თვის საწვავის მოხმარების ისტორია არ გადადის შემდეგ თვეში.

საწვავის მოხმარება ითვლება ყოველი კალენდარული თვის 1-დან ბოლო რიცხვამდე, მაისის თვის გარდა. საწვავის მოხმარების დათვლის ბოლო ვადა 25 მაისი

7. ვის არ შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება ?

კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ სოკარის ჯგუფში შემავალი კომპანიის თანამშრომლებს. 
კონკურსი განკუთვნილია მხოლოდ საცალო მომხმარებლებისთვის, რომლებიც ფლობენ განახლებულ სტანდარტულ ენერჯი ბარათს. კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ კორპორატიულ კლიენტებს და კორპორატიული შეთავაზებების ფარგლებში სპეც-ენერჯი ბარათების მფლობელებს, ანუ მათ ვინც სარგებლობენ არასტანდარტული ფასდაკლებით.