პირადი სივრცე
ონლაინ კონსულტაცია
FAQ

რომელ ქვეყნებში ოპერირებს კომპანია სოკარი?

სოკარი გახლავთ მულტინაციონალური ნავთობკომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 6 ქვეყანაში: საქართველოში, აზერბაიჯანში, თურქეთში, უკრაინაში, რუმინეთსა და შვეიცარიაში.

რამდენი ხანია სოკარი მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე?

13 წელია.

რამდენი სახის საწვავის რეალიზებას ახორციელებს სოკარი?

სოკარს საქართველოში შემოაქვს:

  • ნანო სუპერი (98 ოქტანობის) – Euro 5
  • ნანო პრემიუმი (95 ოქტ.) – Euro 5
  • ნანო ევრო რეგულარი (92/93 ოქტ.) – Euro 5
  • ნანო დიზელი (გოგირდი <100 ppm) – Euro 3/4
  • ნანო ევრო დიზელი (გოგირდი <10 ppm ) – Euro 5
  • CNG
  • LPG

 

რომელი ქვეყნის საწვავის რეალიზაციას ახორციელებს სოკარი საქართველოში?

სოკარის ყველა სახეობის საწვავი, გარდა ნანო დიზელისა, ევროპული წარმოშობისაა. კერძოდ, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და სრულად აკმაყოფილებს Euro 5-ს სტანდარტს.

ნანო დიზელის ექსპორტი ხორციელდება აზერბაიჯანიდან და აკმაყოფილებს Euro 3/4-ს სტანდარტებს.

რამდენი ავტოგასამართი სადგური აქვს სოკარს საქართველოში?

სოკარს აქვს 111 ავტოგასამართი სადგური, აქედან 8 მხოლოდ გაზგასამართი სადგურია, ხოლო 24 – კომბინირებული.

სად შემიძლია ახალი ენერჯი ბარათის აღება?

განახლებული ენერჯი ბარათის აღება შეგიძლიათ სოკარის ქსელის ავტო-გასამართ სადგურებზე, სერვის ცენტრშებში და მარკეტებში. ამისთვის, საჭიროა თან იქონიოთ პირადობის  დამადასტურებელი ან მართვის მოწმობა. ბარათის გააქტიურებისთვის საჭიროა მაქსიმუმ ორი სამუშაო დღე. ბარათის გააქტიურების შემდეგ მიიღებშ სმს-ს.

რამდენი სერვის ცენტრი აქვს სოკარს ?

ამჟამად ფუნქციონირებს სოკარის 13 სერვის ცენტრი:

თბილისი (4 ს/ც): ვაკე, საბურთალო, გელოვანი, აეროპორტი;

რეგიონები (9  ს/ც): ხაშური, ქუთაისი, ბათუმი, გონიო, ფოთი, ზუგდიდი, თელავი, რუსთავი, ახალციხე.

შემიძლია თუ არა, სოკარის ავტოგასამართ სადგურზე გავრეცხო მანქანა?

მექანიკური რეცხვის მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ სოკარის 21 ავტოგასამართ სადგურზე. ხელით რეცხვის მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ სოკარის 7 ავტოგასამართ სადგურზე, სადაც პროფესიონალი და გამოცდილი პერსონალი მოგემსახურებათ.

რა ღირს სოკარის სადგურზე ავტომობილის რეცხვა?

 

  • სედანი – 9 ლარი;
  • ჯიპი – 13 ლარი;
  • მინიბუსი – 15 ლარი.

 

რა ღირს ახალი ენერჯი ბარათი?

ენერჯი ბარათის აღება უფასოა.

რა არის საწვავის ბარათი?

საწვავის ბარათი გახლავთ კომფორტული სადებეტო ბარათი, რომელზეც წინასწარ იძენთ თქვენთვის სასურველი საწვავის საჭირო ოდენობას, შემდგომ კი ბალანსს პირადი კაბინეტიდან მართავთ. 

ვის შეუძლია, გახდეს საწვავის ბარათის მფლობელი?

ნებისმიერ მომხმარებელს, როგორც ფიზიკურ, ისე იურდიულ პირს შეუძლია, გახდეს  საწვავის ბარათის მფლობელი. 

როგორ გავხდე საწვავის ბარათის მფლობელი?

ფიზიკური პირი, რომელსაც სურს საწვავის ბარათის აღება, უნდა მობრძანდეს სოკარის ნებისმიერ სერვის ცენტრში, წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გაიაროს რეგისტრაცია.

როგორ უნდა დავრეგისტრირდე იურიდიული პირის სტატუსით?

იურიდიული პირი, რომელსაც სურს, სოკარის მომხმარებელთა ბაზაში დარეგისტრირება, უნდა მობრძანდეს სოკარის ნებისმიერ სერვის ცენტრში და კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდის და დასახელების საფუძველზე დაარეგისტრიროს იურიდიული პირი.

რა დოკუმენტაცია არის საჭირო იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის?

კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი და დასახელება.

არის თუ არა საჭირო მინდობილობა იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის?

მინდობილობა არ არის საჭირო.

ვინ შეიძლება დაარეგისტრიროს იურიდიული პირი?

იურიდიული პირი შეუძლია დაარეგისტრიროს ნებისმიერმა პირმა, რომელიც სერვის  ცენტრში წარმოადგენს კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდსა და დასახელებას.

არის თუ არა რეგისტრაციის განსხვავებული პროცედურა დღგ-ს გადახდისგან გათავისუფლებული იურიდიული/ფიზიკური პირისთვის?

დღგ-ს გადახდისგან გათავისუფლებული იურიდიული/ფიზიკური პირი რეგისტრაციისთვის გადის იმავე პროცედურას, რაც განკუთვნილია დღგ-ს გადამხდელი იურიდიული პირისთვის.

როგორ გავხდე საწვავის ბარათის მფლობელი?

იურიდიულ პირს, რომელსაც სურს გახდეს საწვავის ბარათის მფლობელი შეუძლია, მივიდეს სერვის ცენტრში, წარადგინოს კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და გაიაროს რეგისტრაცია.

არის თუ არა საჭირო მინდობილობა?

მინდობილობა არ არის საჭირო.

ვის შეუძლია საწვავის ბარათის დამზადებაზე განაცხადის გაკეთება?

საწვავის ბარათზე განაცხადი შეუძლია გააკეთოს ნებისმიერმა პირმა, რომელიც წარმოადგენს იურიდიული პირის დასახელებას და საიდენტიფიკაციო კოდს.

რა ვადაში ხდება საწვავის ბარათის გატანა სერვის ცენტრიდან?

სერვის ცენტრიდან ბარათების გაცემა ხდება ერთიდან სამი სამუშაო დღის ვადაში ვადაში, ბარათების რაოდენობიდან გამომდინარე.

შესაძლებელია თუ არა საწვავის ბარათის ემბოსირება?

დიახ, შესაძლებელია, განაცხადში წინასწარ მითითების საფუძველზე. სერვის ცენტრიდან ემბოსირებული ბარათების გაცემა ხდება სამი სამუშაო დღის ვადაში.

იურიდიული პირის შემთხვევაში როგორ ხდება საწვავის ტალონის შეძენა?

იურიდიულ პირს, რომელსაც სურს საწვავის ტალონის შეძენა, შეუძლია მობრძანდეს ნებისმიერ სერვის  ცენტრში, წარმოადგინოს კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და მოახდინოს ანგარიშსწორება.

 

შესაძლებელია თუ არა საწვავის ტალონის შეძენა უნაღდო ანგარიშსწორებით?

დიახ, შესაძლებელია. 

 

ანგარიშსწორებიდან რა ვადაში გაიცემა საწვავის ტალონი?

საწვავის ტალონის გაცემა ხდება ადგილზევე იურიდიული პირის მხრიდან ელექტრონული ანგარიშფაქტურის დადასტურების შემდგომ.

იურიდიული პირის შემთხვევაში როგორ ხდება რეცხვის ტალონის შეძენა?

იურიდიულ პირს, რომელსაც სურს რეცხვის ტალონის შეძენა შეუძლია მიბრძანდეს სერვის ცენტრში, წარადგინოს კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და მოახდინოს ანგარიშსწორება.

შესაძლებელია თუ არა რეცხვის ტალონის შეძენა უნაღდო ანგარიშსწორებით?
დიახ, შესაძლებელია
ანგარიშსწორებიდან რა ვადაში გაიცემა რეცხვის ტალონი?

რეცხვის ტალონის გაცემა ხდება ადგილზევე იურიდიული პირის მხრიდან ელექტრონული ანგარიშფაქტურის დადასტურების შემდგომ.

შესაძლებელია თუ არა სითხის სახით საწვავის შეძენა?
დიახ, შესაძლებელია
მინიმუმ რა რაოდენობის შეძენა არის შესაძლებელი?

მინიმუმ 3200 ლიტრის.

ვინ უზრუნველყოფს მომსახურებას?

მომსახურებას უზრუნველყოფს სათაო ოფისი.

როგორ ხდება ავტოგასამართი სადგურიდან და ნავთობ ბაზებიდან საწვავის ტენდერის ფარგლებში გატანა?

სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციას/იურიდიულ პირს, რომელიც დარეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, შეუძლია სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ვებ-გვერდიდან ჩამოტვირთოს და შეავსოს შესაბამისი ხელშეკრულებისა და ასევე საწვავის მიწოდების მოთხოვნის ნიმუში (ნავთობ ბაზებიდან საწვავის მიწოდების შემთხვევაში) და დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით ან/და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით შემდეგ კი გამოაგზავნოს ელ-ფოსტის მისამართზე: d.tetvadze@socar.ge 

საწვავის აგს-დან გატანა ხდება აგაი სისტემით. ასევე შესაძლებელია საწვავის პლასტიკური ბარათებით ან/და ტალონებით გატანა, ამ შემთხვევაში აუცილებელია სპეციალური ნებართვა "სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოდან".

ნ-ბაზიდან საწვავის ტრანსპორტირებას ახორციელებს მიმწოდებელი კომპანია. ამასთანავე ნ-ბაზიდან მიწოდებული საწვავის რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 3000 ლიტრი

 

რა შემთხვევაში არის საჭირო საწვავის გატანისას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ნებართვა?

საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწვავის გატანა ხორციელდება ტალონით ან ბარათით.

საჭიროა თუ არა აგაი-ს სისტემაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ნებართვა?
არ არის საჭირო
შემიძლია თუ არა ფასდაკლებით სარგებლობა მანამ სანამ ბარათი არ გააქტიურდება?

ფასდაკლებით სარგებლობა და ქულების დაგროვება შესაძლებელი მხოლოდ ბარათის გააქტიურების შემდეგ. ბარათის გააქტიურებისათვის საჭიროა მაქსიმუმ ორი სამუშაო დღე, გააქტიურებისას მიიღებთ სმს-ს. გარდა ამისა, აქტიური ბარათი გამოჩნდება სოკარის აპლიკაციაშიც.

რა ფუნქციები აქვს ახალ ენერჯი ბარათს?

ახალ ენერჯი ბარათს სამი ძირითადი ფუქნქცია აქვს: 1) ფასდაკლების ფუნქცია; 2) ქულებისდაგროვების რეჟიმი;  3) გადახდის ფუნქცია.

რამდენ თეთრიან ფასდაკლებას მივიღებ ახალი ენერჯი ბარათით სარგებლობის შემთხვევაში?

ახალი ენერჯი ბარათით სარგებლობის შემთხვევაში, ფასდაკლება დამოკიდებულია წინა თვისმოხმარების ისტორიაზე, რომლის მიხედვითაც მოქმედებს შემდეგი სქემა: (იხ.ცხრილი)

კუბი თვეში        ფასდაკლება  ქულა                     ლიტრი თვეში     ფასდაკლება     ქულა

<100                      0.03         2                       < 50                 0.05                  3

101-200                 0.05         2                        51-100             0.07                  3

201-300                 0.07         2                        101-150            0.09                  3

>301                      0.09         2                       >151                 0.11                  3

რამდენი ქულა დამერიცხება ახალი ენერჯი ბარათით სარგებლობის შემთხვევაში?

საწვავის შეძენის შემთხვევაში, ყოველ შეძენილ ლიტრზე 3 ქულა დაგერიცხებათ ბარათზე, ხოლო ბუნებრივი აირის შეძენის შემთხვევაში თითო კუბზე 2 ქულა დაგერიცხებათ ბარათზე.

1 ლიტრი = 3 ქულა

1 კუბი = 2 ქულა

ასევე, გაქვთ შესაძლებლობა დააგროვოთ გაორმაგებული ქულები, თუკი საწვავს წინასწარ შეიძენთ და დარიცხავთ ენერჯი ბარათზე სოკარის აპლიკაციის (SOCAR GEO) ან ვებ-გვერდის (www.sgp.ge) მეშვეობით.

როგორ მუშაობს ენერჯი ბარათით გადახდის ფუნქცია?

საწვავის ენერჯი ბარათის მეშვეობით შეძენა შესაძლებელია, თუკი საწვავს წინასწარ შეიძენთ სოკარის აპლიკაციის (SOCAR GEO) ან ვებ-გვერდის (www.sgp.ge) მეშვეობით. სადგურზე მისვლისას აღარ დაგჭირდება ნაღდი ფული და საბანკო ბარათი. თანაც ნაღდი ფულით გადახდის დროს თქვენ აგროვებთ 3 ქულას ყოველ შეძენილ ლიტრზე, ხოლო ენერჯი ბარათით გადახდისას - 6 ქულას.

ერთი ქულა რამდენი ლარია/თეთრია?

ერთი ქულა უდრის ერთ თეთრს, 1 ქულა=1 თეთრს.

სად შემიძლია ქულების გადაცვლა?

ქულების გადაცვლა შესაძლებელია საწვავში, სოკარის ქსელის მარკეტებში, კომუნალურ გადასახადებში, მობილურზე სასარგებლო დროში.

პროდუქტის ქულებით შეძენის შემთხვევაში ისევ მიგროვდება ქულა?

არა, ქულებით შეძენის შემთხვევაში ქულები არ გროვდება.

რას ნიშნავს წინა თვის მოხმარების ისტორია განაპირობებს მომდევნო თვის ფასდაკლებას?

კონკრეტულ პროდუქტზე ფასდაკლების სიდიდე დამოკიდებულია იმავე პროდუქტის (ნანო ევრო რეგულარი, ნანო პრემიუმი და ა.შ.) მოხმარების რაოდენობაზე და არა მათ ჯამურ მოხმარებაზე. მაგალითად, თუ მიმდინარე თვეში ჩაასხავთ 70 ლიტრ ნანო პრემიუმის ტიპის საწვავს,  მომდევნო თვეს მიიღებთ 7 თეთრიან ფასდაკლებას და 3 ქულას თითო ლიტრ ნანო პრემიუმის ტიპის საწვავზე.

რა ჰქვია აპლიკაციას და საიდან უნდა გადმოვწერო?

სოკარი აპლიკაციას ჰქვია SOCAR GEO, შეგიძლიათ გადმოიწეროთ ეფსთორიდან ან ფლეისთორიდან.

საწვავის შეძენის გარდა, რა ფუნქციები აქვს აპლიკაციას?

აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ სადგურის შეფასება, სიახლეების ნახვა, საწვავის შესყიდვის ისტორიის ნახვა, შემოწმება თუ რამდენი ქულა გაქვთ დაგროვილი, ა. შ. 

როგორ შეიძლება ძველი ენერჯი ბარათის გადაცვლა განახლებულ ენერჯი ბარათში?

ძველი ენერჯი ბარათის გადაცვლა განახლებულ ენერჯი ბარათში შესაძლებელია სოკარის ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე, სერვის ცენტრსა და  მარკეტების ქსელში.

რა გავაკეთო თუ ბარათი დავკარგე?

ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მოდიხართ სოკარის ქსელის ნებისმიერ სადგურზე, სერვის ცენტრში ან მარკეტში და იღებთ ახალ ბარათს. ახალი ბარათის გააქტიურების შემდეგ, ძველი ბარათი ავტომატურად გაგიუქმდებათ.

დაზიანებული/დაკარგული ბარათის აღდგენა ყოველ ჯერზე უფასოა?

დიახ.

ბარათის აღდგენის შემთხვევაში, ფასდაკლება წინა ბარათის ისტორიის მიხედვით იმოქმედებს?

დიახ.

რა ფასდაკლება აქვს ძველი ენერჯი ბარათის მფლობელს?

ორშაბათიდან პარასკევამდე, ძველი ენერჯი ბარათის მფლობელთათვის მოქმედებს 7 თეთრიანი ფასდაკლება ყოველ შეძენილ ლიტრზე/კუბზე.

შაბათსა და კვირას მოქმედებს 12 თეთრიანი ფასდაკლება გაზზე.

ახალი ენერჯი ბარათით სარგებლობის დროს, შაბათ-კვირას ფასდაკლება მეტია?

არა, ფასდაკლება მთელი თვე ერთნაირია და იცვლება ყოველი თვის 1-ელ რიცხვში იმის მიხედვით თუ რამდენი საწვავი შეიძინეთ წინა თვეში.