პირადი სივრცე
ონლაინ კონსულტაცია
FAQ

თებერვლიდან 25 მაისის ჩათვლით, ყოველ თვე გამოვლინდებიან ნანო პრემიუმისა და ნანო ევრო დიზელის ყველაზე აქტიური მომხმარებლები, რომლებიც ფორმულა ერთის საგზურით დაჯილდოვდებიან.

კონკურსის პირობები მოქმედებს მხოლოდ ენერჯი ბარათის მომხმარებლებისთვის.

ხშირად დასმული კითხევბი

1. სად ტარდება Formula 1-ის რბოლა და როდის ?

დაუვიწყარი რბოლა 5, 6 და 7 ივნისს, ქალაქ ბაქოში ჩატარდება

2. სად შეიძლება ჩემს მიერ შეძენილი საწვავის შესახებ ინფორმაციის ნახვა ?

საწვავის მოხმარების კონტროლი შესაძლებელია www.sgp.ge ვებ გვერდის პირადი კაბინეტის ან აპლიკაცია Socar Geo-ს საშუალებით. ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლეელია სოკარის ნებისმიერ სერვის-ცენტრში ან ცხელი ხაზის ნომერზე *0001.




3. სად შეიძლება მიმდინარე თვის რეიტინგის ნახვა ?

იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე თვის ჭრილში რეიტინგის პირველ ასეულში იმყოფებით, თქვენი რეიტინგი გამოჩნდება www.sgp.ge ვებ გვერდის პირად კაბინეტში ან აპლიკაციაში Socar Geo. თუკი, ტოპ მომხმარებლების ასეულში არ იმყოფებით, თქვენი რეიტინგი არ გამოჩნდება.


4. რამდენი გამარჯვებული გამოვლინდება ჯამში ?

4 თვის განმავლობაში ჯამში გამოვლინდება 8 გამარჯვებული რომლებსაც გადაეცემათ 1 საგზური - ყოველ თვე 1 გამარჯვებული ნანო პრემიუმის მოხმარებელებს შორის და 1 გამარჯვებული ნანო ევრო დიზელის მომხმარებლებს შორის.

5. რას მოიცავს საგზური

საგზურში შედის:

ორმხრივი ავიაბილეთები (თბილისი-ბაქო-თბილისი)
სასტუმრო- 3 ღამე
Formula 1-ის რბოლაზე დასასწრები ბილეთი (სამივე დღის 5,6,7 ივნისი)
ტრანსფერი სასტუმრომდე და ავტოდრომამდე

6. როდის გამოვლინდებიან თვის გამარჯვებულები და სად ?

ყოველი მომდევნო თვის 1-ელ რიცხვში სოკარის ფეისბუქის გვერდსა და ვებ გვერდზე გამოცხადდება ინფორმაცია გასული თვის გამარჯვებულების შესახებ. კომპანია სოკარის თანამშრომლები დაუკავშირდებიან გამარჯვებულებს. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია სწორად გვაქვს დაფიქსირებული. ამისათვის შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი პირადი მონაცემები www.sgp.ge გვერდის პირად კაბინეტში, აპლიკაციაში Socar Geo, სოკარის ნებისმიერ სერვის ცენტრში ან ცხელი ხაზის ნომერზე *0001.


7. გადადის თუ არა მიმდინარე თვის საწვავის ისტორია მომდენო თვეს ?

მიმდინარე თვის საწვავის მოხმარების ისტორია არ გადადის შემდეგ თვეში.

საწვავის მოხმარება ითვლება ყოველი კალენდარული თვის 1-დან ბოლო რიცხვამდე, მაისის თვის გარდა. საწვავის მოხმარების დათვლის ბოლო ვადა 25 მაისი

8. ვის არ შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება ?

კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ სოკარის ჯგუფში შემავალი კომპანიის თანამშრომლებს. 
კონკურსი განკუთვნილია მხოლოდ საცალო მომხმარებლებისთვის, რომლებიც ფლობენ განახლებულ სტანდარტულ ენერჯი ბარათს. კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ კორპორატიულ კლიენტებს და კორპორატიული შეთავაზებების ფარგლებში სპეც-ენერჯი ბარათების მფლობელებს, ანუ მათ ვინც სარგებლობენ არასტანდარტული ფასდაკლებით.