BMW ფესტივალი ჰუალინგის ცენტრში

Blog Single

10 ივნისს ჰუალინგის ცენტრში BMW Club Georgia-მ BMW ფესტივალის ფარგლებში, სპონსორებთან ერთად, ავტომოყვარულებს არაერთი სიურპრიზი შესთავაზა. 

BMW ფესტივალში სარეკორდო რაოდენობის - 790-მა ავტომობილმა მოიყარა თავი. ჩატარდა საქართველოს დრიფტის სერიის მეორე ეტაპიც, თბილისს კი მეზობელი ქვეყნებიდან 200-მდე სტუმარი ესტუმრა. სოკარის გუნდის პილოტმა - მევლუდ მელაძემ მესამე ადგილი დაიკავა. 

გაიმართა ხელოსნებს შორის ჩატარებული კონკურსის - "ავტონალის" მონაწილეთა დაჯილდოვებაც.

სხვა სპონსორებთან ერთად, პრიზები გამარჯვებულებს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმაც გადასცა.