შეღავათიანი ფასები 200 000-ზე მეტი ფერმერისათვის

Blog Single

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დიზელს შეღავათიან ფასად 200,000-ზე მეტ ფერმერს გადასცემს. კომპანიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მემორანდუმი 15 მაისს გააფორმა

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით), ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.

საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა ეტაპობრივად 20 მაისიდან დაიწყო. 1 აგვისტოდან, ფერმერებს ნებისმიერი რაოდენობის დიზელის ფასდაკლების ბარათების გამოყენების შესაძლებლობა აქვთ.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით დიზელის საწვავის შეღავათიან ფასად შეძენას  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,25-დან 100 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირები შეძლებენ.

1 სექტემბრიდან დიზელის საწვავის ფასი ბენზინგასამართი სადგურებიდან შეძენის შემთხვევაში 1.63 ლარი, ხოლო ბაზიდან შეძენის შემთხვევაში 1.59 ლარია.

ბენზინგასამართ სადგურზე ფერმერმა უნდა წარადგინოს ტალონი, გადაიხადოს თანხა (როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით)  და შეუძლია საწვავი ეტაპობრივად გაანაღდოს 31 დეკემბრამდე 24 საათის განმავლობაში. 

ბაზების შემთხვევაში-ფერმერმა უნდა გაააქტიუროს მინიმუმ 1500 ლიტრის ტალონები, გადაიხადოს თანხა და ბაზიდან სითხის სახით გაიტანოს საწვავი.

ბაზებზე მომსახურების მიღება შესაძლებელია (ორშ-პარ) დილის 9:00-იდან 17:00-მდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდს: http://arda.gov.ge/faq#26 ან მიმართეთ ცხელ ხაზზე: 1501