GE EN

მოკლედ სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის შესახებ

"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" საქართველოში ბენზინისა და დიზელის მსხვილი იმპორტიორია. კომპანიას აზერბაიჯანიდან ყოველთვიურად 35 000 ტონა სხვადასხვა სახეობის საწვავი შემოაქვს. "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" საკუთარი ბენზინგასამართი სადგურების ქსელის განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს. კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმა ითვალისწინებს ნავთობის...        იხილეთ სრულად

სიახლეები
ჩვენი ბმულები

16.06.16 ფონდ ნატვრის ხის საქველმოქმედო კონცერტი

ფონდმა „ნატვრის ხე" ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართა საქველმოქმედო წარმოდგენა სახელწოდებით „სიყვარულისთვის". სპექტაკლს მაესტრო კარლო პონტი დირიჟორობდა და მასში იტალიური სადადგმო ჯგუფი მონაწილეობდა. პირველ ნაწილში მთავარი როლი პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილმა შეასრულა, ხოლო მონო ოპერა - ნინო სურგულაძემ. სპექტაკლს საპატიო სტუმრის სტატუსით მსოფლიო კინოვარსკვლავი სოფია ლორენი ესწრებოდა. ღონისძიებიდან შემოსული თანხა მძიმე სენით დაავადებული ოთხი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას მოხმარდება.
საქველმოქმედო ფონდის მთავარი მხარდამჭერის - კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა, მაირ მამედოვმა აღნიშნა, რომ სპექტაკლის სახელწოდება - „სიყვარულისთვის" - იდეალურად მიესადაგება „ნატვრის ხის" საქმიანობას, რადგან ფონდი ბავშვებისა და ხელოვნების სიყვარულს აერთიანებს.

      

 



ჩაწერა ჩვენს სიაში
ამოწერა ჩვენი სიიდან
300 არაგველის ქუჩა 24, თბილისი,საქართველო
ელ ფოსტა: info@sgp.ge
ტელ: (+995 32) 2 43 92 75 / 2 43 97 77
ფაქსი: (+995 32) 2 43 97 47
SOCAR in Georgia