GE EN

მოკლედ სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის შესახებ

"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" საქართველოში ბენზინისა და დიზელის მსხვილი იმპორტიორია. კომპანიას აზერბაიჯანიდან ყოველთვიურად 35 000 ტონა სხვადასხვა სახეობის საწვავი შემოაქვს. "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" საკუთარი ბენზინგასამართი სადგურების ქსელის განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს. კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმა ითვალისწინებს ნავთობის...        იხილეთ სრულად

საქმიანობა საქართველოში
ჩვენი ბმულები

"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა" ხუთი წლის არსებობის მანძილზე საქართველოს ენერგო სექტორში ლიდერის პოზიციების დაკავება შეძლო.
თავისი მოღვაწეობის მანძილზე კომპანია მრავალი ნომინაციისთვის დაჯილდოვდა. მათ შორის გამარჯვებული გახდა ნომინაციებისთვის: "ავტოგასამართ სადგურებზე საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე კომპანია", "საქართველოში ყველაზე მსხვილი გადამხდელი კომპანია 2007-2010 წწ.", "ქველმოქმედი და საზოგადოებაზე მზრუნველი ორგანიზაცია" და სხვ.
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული კონცეპტუალური მოდელის პროექტის თანახმად, კომპანია საქართველოს ეკონომიკაში - ინფრასტრუქტურის კომპლექსური ობიექტის მშენებლობაში, მსხვილ ინვესტირებას ახორციელებს. აღნიშნული პროექტი დასვენებისა და მომსახურების ობიექტის მშენებლობას მოიცავს. ობიექტზე იმუშავებს სწრაფი კვების რესტორანი, სუპერმარკეტი, სავაჭრო ცენტრი, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ტურისტული სააგენტო. აღნიშნული ბიზნეს-პროექტი საქართველოს დასავლეთის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ტვირთბრუნვის გაზრდას შეუწყობს ხელს.
"სოკარი" მომხმარებლებს ასევე სთავაზობს სასიამოვნო სიახლეს, კერძოდ, კომპანიამ საქართველოში "მაკდონალდსის" წარმომადგენლობასთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. შეთანხმების მიხედვით, საქართველოში "სოკარის" 5 ავტოგასამართ სადგურზე "მაკდრაივები" გაიხსნება. ეს მნიშვნელოვანი პროექტია და ამავე დროს სერიოზული აზერბაიჯანული ინვესტიცია.

ჩაწერა ჩვენს სიაში
ამოწერა ჩვენი სიიდან
300 არაგველის ქუჩა 24, თბილისი,საქართველო
ელ ფოსტა: info@sgp.ge
ტელ: (+995 32) 2 43 92 75 / 2 43 97 77
ფაქსი: (+995 32) 2 43 97 47
SOCAR in Georgia

try { var pageTracker = _gat._ getTracker("UA-9802868-2"); pa geTracker._tra ckPageview(); }