GE EN

მოკლედ სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის შესახებ

"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" საქართველოში ბენზინისა და დიზელის მსხვილი იმპორტიორია. კომპანიას აზერბაიჯანიდან ყოველთვიურად 35 000 ტონა სხვადასხვა სახეობის საწვავი შემოაქვს. "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" საკუთარი ბენზინგასამართი სადგურების ქსელის განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს. კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმა ითვალისწინებს ნავთობის...        იხილეთ სრულად

მაკდონალდსი ბათუმში
ჩვენი ბმულები

„სოკარის" ბათუმში მდებარე ავტოგასამართი სადგური, რომელშიც „მაკდონალდსია" განთავსებული, თავისი ფუტურისტული არქიტექტურისა და ინტერიერის ორიგინალური დიზაინის წყალობით, მსოფლიოს ავტორიტეტულ გამოცემათა ყურადღების ცენტრში მოექცა. 2013 წელს, ამერიკულმა გამოცემამ The Huffington Post, იგი მსოფლიოს 100 საუკეთესო შენობათა შორის დაასახელა, როგორც ყველაზე კრეატიული და მიმზიდველი სწრაფი კვების ობიექტი; ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისშივე, რესპექტაბელურმა არქიტექტურულმა მედია-კომპანიამ ArchDaily, აღნიშნული ობიექტი წლის რჩეულ არქიტექტურულ ნაგებობათა ნუსხაში შეიყვანა.
„სოკარის" ავტოგასამართი სადგურისა და „მაკდონალდსის" უნიფიცირებული კომპლექსი, გახსნის დღიდან უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და „სოკარის" ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტს წარმოადგენს. ნაგებობა ბათუმის განახლებულ ნაწილში მდებარეობს. მასში გაერთიანებულია „სოკარის" ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტოგასამართი სადგური და სწრაფი კვების რესტორანი. ლითონისა და მინისგან კონსტრუირებულ, სამსართულიან კრისტალისებრ, ასიმეტრიულ ობიექტს, გარშემო წყლის დეკორატიული აუზი აკრავს. გახსნილ, ჰაეროვან, ნათელ და მყუდრო ინტერიერს ულამაზესი დაკიდული ბაღი ამშვენებს. ობიექტის შიდა სივრციდან თვალწარმტაცი ხედები იშლება. აკუსტიკური კონსტრუქცია კი მომხმარებლებს გარეშე ხმაურისაგან სრულად იცავს. სპეციალურად გათვლილი არქიტექტურული გეგმარების წყალობით, ავტოგასამართი სადგური და რესტორანი ერთმანეთისაგან ვიზუალურად იზოლირებულია.
აქვე უნდა ითქვას, რომ „სოკარ-მაკდონალდსთან" ერთად, მსოფლიო აღიარება და საყოველთაო პოპულარობა „სოკარის" კიდევ ერთმა უნივერსალურმა პროექტმა დაიმსახურა. ეს გახლავთ თბილისი-ბათუმის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მდებარე მრავალფუნქციური ავტოლაუნჯი, რომელშიც გაერთიანებულია „გუდვილის" მარკეტი, სწრაფი კვების რესტორანი და მომხმარებლის განკარგულებაში არსებული მრავალი სხვა კომფორტული სერვისი.

   
  

 

 


ჩაწერა ჩვენს სიაში
ამოწერა ჩვენი სიიდან
300 არაგველის ქუჩა 24, თბილისი,საქართველო
ელ ფოსტა: info@sgp.ge
ტელ: (+995 32) 2 43 92 75 / 2 43 97 77
ფაქსი: (+995 32) 2 43 97 47
SOCAR in Georgia

try { var pageTracker = _gat._ getTracker("UA-9802868-2"); pa geTracker._tra ckPageview(); }