GE EN

მოკლედ სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის შესახებ

"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" საქართველოში ბენზინისა და დიზელის მსხვილი იმპორტიორია. კომპანიას აზერბაიჯანიდან ყოველთვიურად 35 000 ტონა სხვადასხვა სახეობის საწვავი შემოაქვს. "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" საკუთარი ბენზინგასამართი სადგურების ქსელის განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს. კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმა ითვალისწინებს ნავთობის...        იხილეთ სრულად

ბიზნესცენტრი ქარელში
ჩვენი ბმულები

„სოკარისა" და „გუდვილის" ერთობლივი მულტიფუნქციური კომპლექსი მომხმარებელს სრული დატვირთვით 1 დეკემბრიდან მოემსახურება.
„სოკარ-გუდვილის" ერთობლივი მულტიფუნქციური კომპლექსი 29 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე მულტიფუნქციური კომპლექსი, ორი ლიდერი ბრენდის - „სოკარისა" და „გუდვილის" ერთობლივი პროექტია. „სოკარის" ავტოგასამართ სადგურსა და დასასვენებელ კომპლექსს, „გუდვილი" სუპერმარკეტითა და სწრაფი კვების ობიექტით უზრუნველყოფს.
„სოკარის" ავტოგასამართი სადგური სრულად პასუხობს ევროპულ სტანდარტებს. აღნიშნული ავტოგასამართი სადგურიც, როგორც „სოკარის" ყველა ავტოგასამართი ობიექტი, იაპონური ტექნიკითაა აღჭურვილი, რაც საწვავის ჩასხმის 100%-იან სიზუსტეს უზრუნველყოფს. დასასვენებელი კომპლექსი, რომელიც "გუდვილის" სუპერმარკეტს, სწრაფი კვების ობიექტს, ბარს, ბავშვთა გასართობ ოთახსა და აფთიაქს აერთიანებს, ევროსტანდარტების შესაბამისი უახლესი გერმანული ინფრასტრუქტურითა და დანადგარებით მოეწყო. ინტერიერის დიზაინიც და კეთილმოწყობაც გერმანელი სპეციალისტების მიერ იქნა შესრულებული. „ყველა სტანდარტი დაცულია, ყველა დეტალი - გათვალისწინებული, რათა მომხმარებელმა მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის მომსახურება მიიღოს, ისარგებლოს საბანკო მომსახურებითა, თუ უსადენო ინტერნეტით", - აცხადებენ კომპანია „სოკარში".
კომპლექსში 100-მდე ადამიანი დასაქმდა. მათი უმრავლესობა ქალაქ გორის მაცხოვრებელია. აღნიშნული კომპლექსი „სოკარისა" და „გუდვილის" პირველი ერთობლივი პროექტია. სამომავლოდ კი მსგავსი მულტიფუნქციური ობიექტების გახსნა მთელი საქართველოს მასშტაბით იგეგმება.
პროექტი საქართველოს ძირითადი საერთაშორისო-სატრანსპორტო ფუნქციისაა და ქვეყნის ჩქაროსნული ავტომაგისტრალების პერსპექტიული განვითარების მიზნით ხორციელდება.
კომპლექსის გახსნას ასევე ესწრებოდნენ: რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლეიშვილი, „სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალური დირექტორი, მაჰირ მამმედოვი და სხვა ოფიციალური პირები. 

   

   

ჩაწერა ჩვენს სიაში
ამოწერა ჩვენი სიიდან
300 არაგველის ქუჩა 24, თბილისი,საქართველო
ელ ფოსტა: info@sgp.ge
ტელ: (+995 32) 2 43 92 75 / 2 43 97 77
ფაქსი: (+995 32) 2 43 97 47
SOCAR in Georgia

try { var pageTracker = _gat._ getTracker("UA-9802868-2"); pa geTracker._tra ckPageview(); }