GE EN

მოკლედ სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის შესახებ

"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" საქართველოში ბენზინისა და დიზელის მსხვილი იმპორტიორია. კომპანიას აზერბაიჯანიდან ყოველთვიურად 35 000 ტონა სხვადასხვა სახეობის საწვავი შემოაქვს. "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" საკუთარი ბენზინგასამართი სადგურების ქსელის განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს. კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმა ითვალისწინებს ნავთობის...        იხილეთ სრულად

SOCAR - EURO 2016
ჩვენი ბმულები

10 მარტიდან მთელი საქართველოს მასშტაბით სოკარის ბენზინგასამართ სადგურებზე გათამაშება დაიწყო. სოკარი, უეფას ოფიციალური პარტნიორი და ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის სპონსორი, 50 მომგებიან ბილეთს გაათამაშებს. მოგებულებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ჩემპიონატის გახსნისა და ფინალურ მატჩებს.
იმისათვის, რომ გახდეთ გათამაშების მონაწილე, თქვენ უნდა ჩაასხათ საწვავი სოკარის ბენზინგასმართ სადგურებზე და თან უნდა იქონიოთ ენერჯი ქარდი. იმ შემთხვევაში თუ არ ხართ ბარათის მფლობელი, თქვენ შეგიძლიათ ის სადგურებზე აიღოთ.
25 ლარი = 1 ბილეთს, ეს ნიშნავს, რომ ყოველ ჩასხმულ 25 ლარზე თქვენ მიიღებთ გათამაშების 1 ბილეთს.
გათამაშება გრძელდება 15 ივნისამდე.
ჩემპიონატის გახსნაზე დასასწრები 20 ბილეთი გათამაშდება 2016 წლის 1 და 8 მაისს, 12:15 სთ-ზე, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში.
ფინალურ მატჩზე დასასწრები 30 ბილეთი გათამაშდება 2016 წლის 5, 12 და 19 ივნისს, 12:15 სთ-ზე რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში.
დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით გათამაშების წესებს.

   

 გათამაშების რეგლამენტი

2016 წლის მარტის 10 რიცხვიდან ივნისის თვის 15 რიცხვამდე შპს ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის'' მფლობელობაში არსებულ ავტოგასამართ სადგურებზე, მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება წამახალისებელი გათამაშების გასათამაშებელი ბილეთების დარიგება.
თითოეული ასეთი ბილეთი გადაეცემა „ენერჯი ქარდის" (ლოიალობის ბარათი - ფასდაკლების სისტემა) მფლობელ მომხმარებელს ყოველ ჩასხმულ 25 ლარის ღირებულების საწვავზე (25 ლარი = 1 ბილეთს). 
ბილეთს ექნება გამყოფი ზოლი, რომელიც 2 ნაწილად გაყოფს ბილეთს. ბილეთის ორივე ნახევარზე მითითებული იქნება ერთმანეთის იდენტური უნიკალური ნომერი, ბილეთის ერთი ნაწილი რჩება მომხმარებელთან, ხოლო მეორე ნაწილი განთავსდება ყუთში, რომელიც მოთავსებული იქნება ავტოგასამართ სადგურებზე.
იმ მომხმარებელს, რომელსაც არ ექნება „ენერჯი ქარდი", სურვლის შემთხვევაში მას მიიღებს ავტოგასამართ სადგურზე.
 
წამახალისებელი გათამაშება წარიმართება ორ ძირითად ეტაპად: 

• 2016 წლის 1 მაისს და 8 მაისს გათამაშდება დღეში 10 ბილეთი, ჯამში 20 ბილეთი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის გახსნის მატჩზე დასასწრებად;
• 2016 წლის 5 ივნისს, 12 ივნისს და 19 ივნისის გათამაშდება დღეში 10 ბილეთი, ჯამში 30 ბილეთი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე დასასწრებად.
გათამაშების საჯაროობა უზრუნველყოფილი იქნება ტელევიზიით, რადიოთი და სხვა სარეკლამო საშუალებებით.
პრიზები გადაცემა გამარჯვებული მომხმარებლისთვის მოხდება შპს ‘‘სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის'' სათაო ოფისში, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, 300 არაგველის ქ. N24.
 

გათამაშება გაიმართება შემდეგნაირად:

 გათამაშება გაიმართება რუსთავი 2-ის (ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქ. N5ა) პირდაპირ ეთერში, 2016 წლის 1 მაისს, 8 მაისს, 5 ივნისს, 12 ივნისს და 19 ივნისს (12 საათსა და 15 წუთზე) სპეციალურად მომზადებული სტუდიიდან. ავტოგასამართ სადგურებზე დაგროვილი ბილეთები ჩაიყრება გამჭირვალე დოლურაში და შემთხვევითობის პრინციპის დაცვით წამყვანი ამოიღებს დოლურადან 1 ბილეთის ნაწილს, რომლებზეც მითითებული იქნება უნიკალური ნომერი, რომლის მფლობელიც ამ ნომრის სახალხოდ გამოცხადებით გამარჯვებულებში ამოიცნობს თავის თავს (მას ექნება ბილეთის მეორე ნაწილი ამავე უნიკალური ნომრით). ყველა გაცემული ბილეთი მონაწილეობს 5-ვე გათამაშებაში. გათამაშების თარიღამდე 24 სთ-ით ადრე გაცემული ყველა ბილეთი მოთავსდება დოლურაში. (მაგალითად 1 მაისის გათამაშებაში მონაწილებას მიიღებს 30 მარტამდე გაცემული ყველა ბილეთი)

პრიზის მოთხოვნა მოგებულ მომხმარებელს შეუძლია გათამაშებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პროზის გაცემა მოხდება მოგებული ბილეთის წარდგენიდან არაუგვიანეს 6 დღისა.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ვერ წარადგენს მომგებიან ბილეთს, ან ვერ ხორციელდება მისი იდენტიფიცირება, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" იტოვებს უფლებას არ გასცეს მოგებული პრიზი კონკრეტულ მომხმარებელზე. მომხმარებლის მხრიდან გათამაშების პროცესთან დაკავშირებით პრეტენზიის გაცხადების შემთხვევაში, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" განიხილავს პრეტენზიას რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადებში (რეგლამენტით გათვალისწინებული ვადაა 7 სამუშაო დღე) მის.: ქ.თბილისი, 300 არაგველის N24.
შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი"

    

გამარჯვებული ბილეთები:

    

    

 

 


ჩაწერა ჩვენს სიაში
ამოწერა ჩვენი სიიდან
300 არაგველის ქუჩა 24, თბილისი,საქართველო
ელ ფოსტა: info@sgp.ge
ტელ: (+995 32) 2 43 92 75 / 2 43 97 77
ფაქსი: (+995 32) 2 43 97 47
SOCAR in Georgia

try { var pageTracker = _gat._ getTracker("UA-9802868-2"); pa geTracker._tra ckPageview(); }