პირადი სივრცე
ონლაინ კონსულტაცია
FAQ

სოკარი მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც 6 ქვეყანაში ფუნქციონირებს. სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი ქართულ ბაზარზე 2006 წელს შემოვიდა. პირველი ავტოგასამართი სადგური 2008 წლის 25 აპრილს გაიხსნა.  სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი მზარდი კომპანიაა, რომელშიც 1500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. სოკარის ავტოგასამართ სადგურთა ქსელში აღსანიშნავია ისეთი თანამედროვე და გამორჩეული ობიექტები, როგორიცაა რუის-ურბნისის მრავალფუნქციური კომპლექსი, თბილისის შემოვლით გზაზე არსებული მრავალფუნქციური კომპლექსი და სოკარისა და მაკდონალდსის ერთობლივი პროექტი ბათუმში.

საქართველოს ყველა რეგიონში კომპანია მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ავტოგასამართ სადგურებს, მომსახურების მაღალ სტანდარტს და უმაღლესი ხარისხის ევროპულ საწვავს. ყველა ტიპის ბენზინი და დიზელი, გარდა ნანო დიზელისა, იმპორტირებულია ევროპიდან და სრულად აკმაყოფილებს ევრო-5 სტანდარტს. ნანო დიზელი შემოდის აზერბაიჯანიდან და შეესაბამება ევრო-3/ევრო-4 სტანდარტს.

კომპანიის მთავარი ღირებულებებია:

  • ხარისხი;
  • ერთიანობა;
  • ინოვაცია;
  • ზრუნვა ადამინებსა და გარემოზე.


კომპანია სოციალურად აქტიურია და მრავალ საქველმოქმედო საქმიანობაშია ჩართული, მხარს უჭერს ქართულ სპორტს, კულტურულ ღონისძიებებსა და სხვა საინტერესო აქტივობებს.

ჩვენ 10 წელზე მეტია თქვენს გვერდით ვართ და ვამაყობთ ამით!