პირადი სივრცე
ონლაინ კონსულტაცია
FAQ

კორპორატიული გაყიდვების სამსახური ყოველდღიურად ემსახურება ასობით მომხმარებლის მოთხოვნას, პასუხობს წერილებსა და სატელეფონო ზარებს. პროფესიონალი კადრების და სერვის ცენტრების ქსელის მეშვეობით კორპორატიული გაყიდვების სამსახური მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას. გაყიდვების გუნდი ატარებს შეხვედრებს და მზად არის, შეადგინოს მოქნილი და თქვენს მოთხოვნებზე მორგებული წინადადებები. ბექ-ოფისი მაქსიმალურად ეფექტურად განაგებს თქვენს ანგარიშებს, იღებს და ამუშავებს თქვენგან შემოსულ მოთხოვნებსა და შეკვეთებს.

სერვის ცენტრების ქსელი გაშლილია მთელ საქართველოში, რაც  ჩვენს მომსახურებას ადვილად ხელმისაწვდომს და მაქსიმალურად კომფორტულს ხდის.

 

საწვავის ბარათები

რეგისტრაციისა და შესყიდვის დასაწყებად საჭიროა: 

  • იურიდიულმა პირებმა კონტრაქტის ხელმოსაწერად თან იქონიონ თავისი კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი და სხვა საკონტაქტო მონაცემები;
  • ფიზიკურმა პირებმა უნდა იქონიონ შემდეგი საბუთებიდან ერთ-ერთი – ID ბარათი/პასპორტი/მართვის მოწმობა.
  • ბარათების შეძენა შესაძლებელია ჩვენს ნებისმიერ სერვის ცენტრში.
  • ანგარიშსწორება შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორებით და/ან საბანკო გადარიცხვით.  
  • თანხის ჩარიცხვისთანავე, ელექტრონულად მიიღებთ ოფიციალურ ინვოისს. 
  • ბარათები აქტიურდება ინვოისის მიღების დადასტურებისთანავე.
  • საწვავის ბარათები უფასო და უვადოა. მათი გამოყენება შესაძლებელია ჩვენს ნებისმიერ  ავტოგასამართ სადგურზე.

 

საწვავის ბარათის უპირატესობები:

  • თქვენ შეგიძლიათ, მართოთ თქვენი საწვავის ანგარიში ონლაინ რეჟიმში.
  • თქვენ შეგიძლიათ, აკონტროლოთ ყველა ტრანზაქცია.
  • თქვენ შეგიძლიათ, დააწესოთ ლიმიტი, დაბლოკოთ ბარათი ან მოხსნათ ბლოკი.

 

საწვავის ტალონები

რეგისტრაციისთვის და შესყიდვის დასაწყებად საჭიროა:

  • იურიდიულმა პირებმა კონტრაქტის ხელმოსაწერად თან უნდა იქონიონ თავისი კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი და საკონტაქტო დეტალები.
  • ფიზიკურმა პირებმა უნდა იქონიონ შემდეგი საბუთებიდან ერთ-ერთი – ID ბარათი/პასპორტი/მართვის მოწმობა.
  • საწვავის ტალონების შეძენა შესაძლებელია ჩვენს ნებისმიერ სერვის ცენტრში.
  • გადახდა შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორებით და/ან საბანკო გადარიცხვით.  
  • ტალონების გამოყენება შესაძლებელია ჩვენს ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე.
  • ნებისმიერი ტიპის საწვავზე არსებობს შესაბამისი საწვავის ტალონი: ნანო სუპერი, ნანო ევრო დიზელი, ნანო პრემიუმი, ნანო ევრო რეგულარი, ნანო დიზელი (10, 20 და 50 ლიტრი) და CNG (1, 5 და 10).
  • თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ ტრანზაქციების დეტალური ანგარიში.
  • თანხის ჩარიცხვისთანავე, ელექტრონულად მიიღებთ ოფიციალურ ინვოისს. 
  • ტალონები გაიცემა ინვოისის მიღების დადასტურებისთანავე.