პირადი სივრცე
ონლაინ კონსულტაცია
FAQ

სოკარი სოციალურად აქტიური კომპანიაა და მისი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ადამიანებსა და გარემოზე ზრუნვაა. კომპანიის სოციალური აქტივობები მოიცავს კულტურულ, სპორტულ, ინფრასტრუქტურულ და საქველმოქმედო პროექტებს.  

კულტურა

სოკარისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მჭიდრო და ხანგრძლივი თანამშრომლობით მრავალი პროექტი შეიქმნა. კომპანია დიდ ინვესტიციებს დებს კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაციაში და მხარს უჭერს სხვადასხვა მუსიკალური ფესტივალს. აღსანიშნავი პროექტებია:

  • საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და სოკარმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც სოკარი CHECK IN GEORGIA-ს პარტნიორი გახდა.
  • არქიტექტორ ალექსანდრე შიმკევიჩის მიერ მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენებული ისტორიული შენობის რეკონსტრუქცია, ისტორიული ნაგებობის ამოწევა და იალბუზის ქუჩის სატრანსპორტო მაგისტრალთან გათანაბრება.
  • სასწავლო ცენტრის შენობა - ჩაის სახლი - 2012 წელს მარნეულში სოკარის მხარდაჭერით გაიხსნა. სასწავლო ცენტრში მარნეულის, ბოლნისის, გარდაბანისა და დმანისის რაიონების ახალგაზრდებს ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენას უფასოდ შეასწავლიან. სასწავლო ცენტრი ასევე გთავაზობთ ჭადრაკის, ცეკვისა და ხალიჩების ქსოვის კურსებს.
  • საუკეთესო საზოგადოებრივი ნაგებობის წოდება წილად ხვდა კულტურის კომპლექსს ახუნდოვ ჰაუსს - გამოჩენილი აზერბაიჯანელი მწერლის, დრამატურგის, განმანათლებლისა და საზოგადო მოღვაწის, მირზა ფათალი ახუნდოვის სახლ-მუზეუმისა და სამხატვრო გალერეის შენობას. კომპლექსის მშენებლობა-რეაბილიტაცია თბილისში სოკარის წარმომადგენლობის დაფინანსებით განხორციელდა.
  • ელექტრონული მუსიკის ფესტივალის 4GB-ის მხარდამჭერი.
  • მუსიკალური ფესტივალი OPEN AIR-ის მხარდამჭერი.
  • სოკარის და აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, 2014 წელს ნარიმან ნარიმანოვის სახლ-მუზეუმის რესტავრაცია დაიწყო. მუზეუმი ექსპლუატაციაში 2016 წელს შევიდა. მუზეუმში დამთვალიერებლებს შეუძლიათ იხილონ ნარიმანოვის პირადი ნივთები, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, წერილები, ფოტოები და ხელნაწერები.



სპორტი

სოკარი უკვე 11 წელია მხარს უჭერს ქართულ სპორტს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მის განვითარებაში. კომპანია არის საქართველოს რაგბისა და ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრებების, ასევე ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური სპონსორი. კერძოდ:

  • უეფას ოფიციალური პარტნიორი და ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის სპონსორი.
  • საქართველოს ფეხბურთის U19 ნაკრების სპონსორი.
  • საქართველოს რაგბის U20 ნაკრების სპონსორი.
  • საქართველოში ჭადრაკის ფედერაციის გენერალური სპონსორი.



ინფრასტრუქტურა

კომპანიას დიდი როლი მიუძღვის საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში. სოკარმა შექმნა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი არქიტექტურული ნაგებობები და სტრატეგიული მნიშვნელობის კომლექსები. კერძოდ:

  • რუის-ურბნისის მრავალფუნქციური კომპლექსი.
  • სოკარისა მულტიფუნქციური კომპლექსი თბილისი-რუსთავის გზაზე.
  • სოკარისა და მაკდონალდსის ერთობლივი ობიექტი ბათუმში.
  • ჰეიდარ ალიევის სახელობის პარკები და რეკრეაციული ზონები თბილისსა და რუსთავში.



ქველმოქმედება

სოკარი ზრუნავს ქვეყანაში სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე და განათლების დონის ამაღლებაზე. წლების მანძილზე კომპანია აღიარებულია, როგორც სოციალური პროექტების უმსხვილესი ინვესტორი და ახორციელებს შემდეგ საქველმოქმედო ღონისძიებებს:

  • ბუნებრივი აირი სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებსა და ბავშვთა სახლებს.
  • ბუნებრივი აირი ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას.
  • ბუნებრივი აირი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების ყველა ობიექტს.
  • საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელი სტუდენტების სწავლის დაფინანსება.
  • საქველმოქმედო ფონდის - ნატვრის ხე - გენერალური სპონსორობა. ფონდი 2014 წლიდან აფინანსებს ბავშვების მკურნალობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.