სოკარი გახლავთ მულტინაციონალური ნავთობკომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 7 ქვეყანაში: შვეიცარია, ავსტრია, რუმინეთი, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და საქართველო.
ახალ ენერჯი ბარათს სამი ძირითადი ფუქნქცია აქვს:
1) ფასდაკლების ფუნქცია;
2) ქულების დაგროვების რეჟიმი;
3) გადახდის ფუნქცია.
საწვავის ენერჯი ბარათის მეშვეობით შეძენა შესაძლებელია, თუკი საწვავს წინასწარ შეიძენთ სოკარის აპლიკაციის (SOCAR GEO) ან ვებ-გვერდის (www.sgp.ge) მეშვეობით. სადგურზე მისვლისას აღარ დაგჭირდება ნაღდი ფული და საბანკო ბარათი. თანაც ნაღდი ფულით გადახდის დროს თქვენ აგროვებთ 3 ქულას ყოველ შეძენილ ლიტრზე, ხოლო ენერჯი ბარათით გადახდისას - 6 ქულას.
საწვავის შეძენის შემთხვევაში, ყოველ შეძენილ ლიტრზე 3 ქულა დაგერიცხებათ ბარათზე. ასევე, გაქვთ შესაძლებლობა დააგროვოთ გაორმაგებული ქულები, თუკი საწვავს წინასწარ შეიძენთ და დარიცხავთ ენერჯი ბარათზე სოკარის აპლიკაციის (SOCAR GEO) ან ვებ-გვერდის (www.sgp.ge) მეშვეობით. ამ შემთხვევაში შეძენილ 1 ლიტრ საწვავზე (ბენზინი/დიზელი) დაგერიცხებათ 6 თეთრი.
სოკარის აპლიკაციას ჰქვია SOCAR GEO, შეგიძლიათ გადმოიწეროთ ეფსთორიდან ან ფლეისთორიდან.
არა, ქულებით შეძენის შემთხვევაში ქულები არ გროვდება.
ერთი ქულა უდრის ერთ თეთრს, 1 ქულა=1 თეთრს.
აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ სადგურის შეფასება, სიახლეების ნახვა, საწვავის შესყიდვის ისტორიის ნახვა, შემოწმება თუ რამდენი ქულა გაქვთ დაგროვილი, ქულების გადაცვლა საწვავში და ა.შ.
ქულების გადაცვლა შესაძლებელია ვეი მარტის ქსელში, საწვავში, კომუნალურ გადასახადებში და მობილურზე სასარგებლო დროში. დაგროვებული ქულების გამოყენება შესაძლებელია მომავალი წლის ბოლომდე.
ქულების გადაცვლა შესაძლებელია როგორც აპლიკაციის საშუალებით, ასევე პირდაპირ ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე.
ავტოგასამართ სადგურზე ან მარკეტში პირდაპირ ქულებით შეგვიძლია პროდუქტის შეძენა, წინასწარ თანხაში ან საწვავში გადაცვლა არ არის საჭირო (1 ქულა =1 თეთრს). აპლიკაციას და საიტს ვიყენებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებელს სურს საწვავის წინასწარ შეძენა და ენერჯი ბარათზე დარიცხვა, რა დროსაც აქვს მეტი სარგებელი გაორმაგებული ქულების სახით.
ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მოდიხართ სოკარის ქსელის ნებისმიერ სადგურზე ან მომსახურების ცენტრში და იღებთ ახალ ბარათს. ახალი ბარათის გააქტიურების შემდეგ, ძველი ბარათი ავტომატურად გაგიუქმდებათ.
ენერჯი ბარათის აღება უფასოა.
ქულების დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ ბარათის გააქტიურების შემდეგ.
ბარათის გააქტიურებისათვის საჭიროა მაქსიმუმ ორი სამუშაო დღე, გააქტიურებისას მიიღებთ სმს-ს. გარდა ამისა, აქტიური ბარათი გამოჩნდება სოკარის აპლიკაციაშიც.
საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწვავის გატანა ხორციელდება ტალონით ან ბარათით.
სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციას/იურიდიულ პირს, რომელიც დარეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, შეუძლია სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ვებ-გვერდიდან ჩამოტვირთოს და შეავსოს შესაბამისი ხელშეკრულებისა და ასევე საწვავის მიწოდების მოთხოვნის ნიმუში (ნავთობ ბაზებიდან საწვავის მიწოდების შემთხვევაში) და დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით ან/და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით შემდეგ კი გამოაგზავნოს ელ-ფოსტის მისამართზე: d.tetvadze@socar.ge
საწვავის აგს-დან გატანა ხდება აგაი სისტემით. ასევე შესაძლებელია საწვავის პლასტიკური ბარათებით ან/და ტალონებით გატანა, ამ შემთხვევაში აუცილებელია სპეციალური ნებართვა "სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოდან".
ნ-ბაზიდან საწვავის ტრანსპორტირებას ახორციელებს მიმწოდებელი კომპანია. ამასთანავე ნ-ბაზიდან მიწოდებული საწვავის რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 3000 ლიტრი
მომსახურებას უზრუნველყოფს სათაო ოფისი.
მინიმუმ 3200 ლიტრის.
პროგარამაში მონაწილეობის მიღებას და დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიულ პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა სასოფლო-სამეურნეოდანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა; ან პირები, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას. პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალიწინებულია ერთ ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეოდანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გადაცემა.
დიახ.
ფიზიკური პირი, რომელსაც სურს საწვავის ბარათის აღება, უნდა მობრძანდეს სოკარის ნებისმიერ მომსახურების ცენტრში, წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გაიაროს რეგისტრაცია.
ნებისმიერ მომხმარებელს, როგორც ფიზიკურ, ისე იურდიულ პირს შეუძლია, გახდეს საწვავის ბარათის მფლობელი.
საწვავის ბარათი გახლავთ კომფორტული სადებეტო ბარათი, რომელზეც წინასწარ იძენთ თქვენთვის სასურველი საწვავის საჭირო ოდენობას, შემდგომ კი ბალანსს პირადი კაბინეტიდან მართავთ.
ამჟამად ფუნქციონირებს სოკარის 13 მომსახურების ცენტრი:
ჩვენი მისამართებია -
თბილისი:
1. საბურთალოს მომსახურების ცენტრი - ცინცაძის ქ. #57
2. დიღომი; გელოვანის მომსახურების ცენტრი - მ.გელოვანის გამზირი, სოფ.დიღომი სოკარის აგს (აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ)
3. გზატკეცილის მომსახურების ცენტრი - კახეთის გზატკეცილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 ლეგიონის მოპირდაპირედ.
ქვემო ქართლი:
4. რუსთავის მომსახურების ცენტრი - შარტავას გამზ.4 (სოკარის აგს-ზე)
5. მარნეულის მომსახურების ცენტრი - რუსთაველის ქუჩა. (სოკარის აგს-ზე)
კახეთი:
6. თელავის მომსახურების ცენტრი - აღმაშენებლის 1. #15ა
შიდა ქართლი:
7. ხაშურის მომსახურების ცენტრი - იმერეთის ქ. #36 (სოკარის აგს-ზე)
იმერეთი:
8. ქუთაისის მომსახურების ცენტრი - ნიკეას ქ. #8
სამეგრელო:
9. ზუგდიდის მომსახურების ცენტრი - სოფ. ჭითაწყარი (სოკარის აგს-ზე)
10. ფოთის მომსახურების ცენტრი - აღმაშენებლის ქუჩა (სოკარის აგს-ზე)
აჭარა:
11. ბათუმის მომსახურების ცენტრი - ჰეიდარ აბაშიძის #91 (სოკარის აგს-ზე)
12. გონიოს მომსახურების ცენტრი - ხელვაჩაურის რ-ნი, ა.პირველწოდებულის ქუჩა (სოკარის აგს-ზე)
სამცხე ჯავახეთი:
13. ახალციხის მომსახურების ცენტრი - თამარშვილის ქუჩა (აბასთუმნის გზატკეცილი, მდ.ფოცხოვის მარცხენა სანაპირო (სოკარის აგს-ზე)
განახლებული ენერჯი ბარათის აღება შეგიძლიათ სოკარის ქსელის ავტო-გასამართ სადგურებსა და სერვის ცენტრებში. ამისთვის, საჭიროა თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი ან მართვის მოწმობა. ბარათის გააქტიურებისთვის საჭიროა მაქსიმუმ ორი სამუშაო დღე. ბარათის გააქტიურების შემდეგ მიიღებთ სმს-ს.
საქართველოს მასშტაბით, სოკარს აქვს 107 ავტოგასამართი სადგური.
იურიდიულ პირს, რომელსაც სურს გახდეს საწვავის ბარათის მფლობელი შეუძლია, მივიდეს სერვის ცენტრში, წარადგინოს კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და გაიაროს რეგისტრაცია.
დიახ, შესაძლებელია, განაცხადში წინასწარ მითითების საფუძველზე. სერვის ცენტრიდან გრავირებული ბარათების გაცემა ხდება სამი სამუშაო დღის ვადაში.
კომპანია უზრუნველყოფს მხოლოდ იმ პლასტიკური ბარათების იდენტიფიცირება, რომელზეც დატანილია ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი.
მომსახურების ცენტრიდან ბარათების გაცემა ხდება ერთიდან სამი სამუშაო დღის ვადაში ვადაში, ბარათების რაოდენობიდან გამომდინარე.
საწვავის ბარათზე განაცხადი შეუძლია გააკეთოს ნებისმიერმა პირმა, რომელიც წარმოადგენს იურიდიული პირის დასახელებას და საიდენტიფიკაციო კოდს.
მინდობილობა არ არის საჭირო.
დღგ-ს გადახდისგან გათავისუფლებული იურიდიული/ფიზიკური პირი რეგისტრაციისთვის გადის იმავე პროცედურას, რაც განკუთვნილია დღგ-ს გადამხდელი იურიდიული პირისთვის.
იურიდიული პირი შეუძლია დაარეგისტრიროს ნებისმიერმა პირმა, რომელიც სერვის ცენტრში წარმოადგენს კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდსა და დასახელებას.
მინდობილობა არ არის საჭირო.
კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი და დასახელება.
იურიდიული პირი, რომელსაც სურს, სოკარის მომხმარებელთა ბაზაში დარეგისტრირება, უნდა მობრძანდეს სოკარის ნებისმიერ სერვის ცენტრში და კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდის და დასახელების საფუძველზე დაარეგისტრიროს იურიდიული პირი.