„მძღოლსაც გააჩნია“ - სოკარის ახალი კამპანია

Blog Single

სოკარმა საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ახალი კამპანია „მძღოლსაც გააჩნია“ დაიწყო, რომელიც იმით გამოირჩევა, რომ აქცენტს მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე არ აკეთებს.  კამპანიაში ხაზგასმულია ისეთი უარყოფითი საქციელები, როგორიცაა გაბმული სიგნალი, გზის დათმობისა, თუ დისტანციის დაცვის პრობლემა, საჭესთან გინება და ა.შ. ყველაფერი ის, რაც ერთი შეხედვით შეუმჩნეველია, რადგან ასეთი მძღოლები საკუთარ მანქანაში თავს დაცულად გრძნობენ. 


სოკარის ვიდეოში ასეთი მძღოლები ფეხით მოსიარულეებად გადაიქცევიან, თუმცა განაგრძნობენ ისე მოქცევას, როგორც საჭესთან. შედეგად, უფრო თვალსაჩინო ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, არამედ უბრალოდ კარგად მოქცევაც.

კომპანია ყოველთვის მნიშნველოვან ყურადღებას უთმობს საგზაო უსაფრთხოების საკითხებს. მიმდინარე სასწავლო წელს, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ინიციატივით, კერძო სკოლების უფროსკლასელებს პირველი დახმარების ტრენინგიც უტარდებათ. ტრენინგების კურსი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ტრენერებთან ერთად ტარდება და მოსწავლეები სწავლობენ: როგორ მოიქცნენ ავტოსაზგაო შემთხვევის დროს დაშავებულებთან, ხელოვნური სუნთქვის ჩატარებას, ჭრილობის დამუშავებას, მოტეხილობის გადახვევას და სხვა საჭირო ქმედებებს.

სოკარი ეწევა საგზაო უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების პოპულარიზაციას, სხვადასხვა კამპანიის საშუალებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით. ამ მიმართულებით, უკვე განახორციელდა ორი მნიშვნელოვანი საინფორმაციო კამპანია „შენი გზა“ და „გაატარე“.

ვიდეო