ენერჯი ბარათზე დაგროვილი ქულების ნაწილის გახარჯვა 31 დეკემბრამდეა შესაძლებელი

Blog Single
2023 წლის 31 დეკემბერს „ენერჯი ბარათზე“ დაგროვილი ქულების ნაწილს ვადა ეწურება. კერძოდ, 2024 წლის 1 იანვარს ანულირდება 2022 წელს დაგროვილი ქულები. 2023 წლის მარაგი კი კვლავ ძალაში რჩება.

„ენერჯი ბარათის“ მფლობელებს ჯერ კიდევ აქვთ დრო, დაგროვილი ქულები გადაცვალონ საწვავში ან დახარჯონ "ვეი მარტში".
 
ქულების რაოდენობის შემოწმება შესაძლებელია რამდენიმენაირად:
  • სოკარის აპლიკაციაში: SOCAR Geo
  • საიტზე:  www.SGP.ge,
  • ცხელ ხაზზე: *0001
  • მომსახურების ცენტრებში.


აპლიკაციაში საწვავის შეძენის და ვეი მარტში გადახდის გარდა, ქულების გახარჯვა შეიძლება სოკარის ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე, რისთვისაც უბრალოდ უნდა წარუდგინოთ „ენერჯი ბარათი“ ჩამსხმელ ოპერატორს.
შეგახსენებთ, რომ ნაღდი, ან საბანკო ანგარიშსწორების დროს, ყოველ შეძენილ 1 ლიტრ ბენზინსა და დიზელზე, „ენერჯი ბარათზე“ გროვდება 3 ქულა.წინასწარ, აპლიკაციის ან ვებ-გვერდის საშუალებით ენერჯი ბარათზე ბენზინის ან დიზელის ტიპის საწვავის შესყიდვისას გროვდება 6 ქულა.
 
1 ქულა = 1 თეთრს.