20 თეთრიანი ფასდაკლება დიზელზე სოკარის ქსელში

Blog Single

„სოკარის“ ნებისმიერ ავტო სადგურზე, 26 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით, დიზელზე იმოქმედებს 20 თეთრიანი ფასდაკლება. აქცია მოქმედებს როგორც „ნანო“ დანამატიან, ასევე სტანდარტულ - „ევრო 5 დიზელზე“.

20 თეთრის ნაცვლად, 25 თეთრიანი ფასდაკლება მოქმედებს პარასკევს და შაბათს. აქციაში ავტომატურად ჩაერთო ყველა, ვისაც უკვე აქვს ენერჯი ბარათი, ხოლო ის მომხმარებლები ვინც ჯერ კიდევ არ ფლობენ ენერჯი ბარათს, სრულიად უფასოდ  შეძლებენ გახსნან „სოკარის“ ნებიმიერ ავტოგასამართ სადგურზე და სერვის ცენტრებში.

ენერჯი ბარათი „სოკარის“ ლოიალობის პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს შეუძლიათ დააგროვონ ქულები და გადაცვალონ საწვავსა თუ მარკეტების ქსელ „Way-Mart”-ის ნებისმიერ პროდუქტში. თითოეულ ჩასხმულ ერთ ლიტრ საწვავზე მომხმარებელს ბარათზე უგროვდება 3 ქულა, 1 ქულა = 1 თეთრს.

1 აპრილიდან, დიზელის ფასდაკლებაზე ჩაირთვება LEVEL სისტემა, სადაც ფასდაკლების შენარჩუნებას განაპირობებს მოხმარებული საწვავის რაოდენობა. თუ მარტის თვეში მომხმაებელი ჩაასხავს მინიმუმ 150 ლიტრ საწვავს აღნიშნული ფასდაკლება გაუგრძელდება აპრილის თვეშიც, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუბრუნდებიან სტანდარტულ - 10 თეთრიან ფასდაკლებას.

 „სოკარი“ უმაღლესი ხარისხის ევრო 5 სტანდარტის დიზელის იმპორტიორია. საქართველოს გარდა „სოკარი“ ოპერირებს ისეთ დიდ ქვეყნებში როგორიცაა შვეიცარია, ავსტრია, რუმინეთი, თურქეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი.

დამატებითი ინფორმაციისთვის: *0001