საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გენერალურმა სპონსორმა - სოკარ ენერჯი ჯორჯიამ, არაოლიმპიურ სპორტის სახეობებში 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენს, ევროპის ჩემპიონს და ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონს - ნანა ძაგნიძეს საზეიმო შეხვედრა მოუწყო.
ნანა ძაგნიძე პირველი ქართველი მოჭადრაკე ქალი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალური დირექტორი - მაჰირ მამედოვი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი - გია გიორგაძე.
მაჰირ მამედოვმა ნანა ძაგნიძეს და ქართველ მოჭადრაკეებს წარმატებები უსურვა, მით უმეტეს, რომ 2018 წელი ქართული ჭადრაკისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.
ბათუმი მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს, რომელშიც საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებები ორ-ორი გუნდით წარსდგებიან.
სოკარი განაგრძობს ქართული ჭადრაკის გვერდში დგომას.
დარწმუნებული ვართ, ერთად კიდევ არაერთი წარმატების მომსწრეები ვიქნებით.