სოკარის თანამშრომლებს შორის მიმდინარე იდეების კონკურსი დასრულდა. კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდა:
პირველ ეტაპზე კონკურსანტებს საკუთარი იდეების წარდგენა ევალებოდათ თემაზე - როგორ გავაუმჯობესოთ კომპანიის საქმიანობა. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა წარმოადგინეს იდეები სამი კატეგორიის გარშემო: მარკეტინგი, პროცესები და ქველმოქმედება. მეორე ეტაპზე გადასულმა კონკურსანტებმა საკუთარი იდეები პრეზენტაციის სახით წარადგინეს.
კონკურსის მესამე, ფინალურ ეტაპზე სოკარის ტოპ-მენეჯმენტმა სამი გამარჯვებული იდეა გამოავლინა.
პირველ ადილზე გასულ ნათიკ კასანოვს და ჯამბულატ აბდულაევს ფულადი ჯილდო - 2500 ლარი ერგოთ. მეორე ადგილი და 2000 ლარი იდოშ ალიევმა მიიღო, მესამე ადგილის და 1500 ლარის მფლობელი კი თათია ტიკურიშვილი გახდა.
ამას გარდა, ფინალისტებს საკუთარი იდეების განხორციელებაში მონაწილეობის მიღებაც შეეძლებათ