BMW CLUB GEORGIA სოციალურ ქსელში ფოტოკონკურსს აწყობს. ფოტოკონკურსის თემა, BMW და სოციალური კამპანია #გაატარე გახლავთ. კონკურსის ორ გამარჯვებულს სოკარი 1000₾-ის ღირებულების უმაღლესი ხარისხის საწვავით დააჯილდოვებს.
კონკურსანტებს ფოტოგრაფი - გოგა ჩანადირი, SOCAR PETROLEUM GEORGIA-ს დირექტორი - ლევან გიორგაძე და BMW CLUB GEORGIA-ს PR-მენეჯერი - მარიამ მალიანი შეაფასებენ.
კონკურსის პირობებს დაწვრილებით შეგიძლიათ BMW CLUB GEORGIA-ს ფეისბუქ გვერდზე გაეცნოთ