სოკარმა და სფფ-მ მემორანდუმი გააფორმეს

Blog Single

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის დირექტორმა ლევან გიორგაძემ დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში ერთ-ერთი პროექტი სოკარის მიერ ორი ახალი ფასდაკლების ბარათის შექმნას გულისხმობს. 15 თეთრიან ფასდაკლებას "მოყვარულთა თასის" მონაწილენი და 10 წლამდე ფეხბურთელთა მშობლები მიიღებენ. ფასდაკლება ბენზინისა და დიზელის ტიპის საწვავზე გავრცელდება, ბარათებს კი ვადა 2018 წლის 31 დეკემბრამდე ექნებათ.

აღნიშნული პროექტი სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისა და სფფ-ს მემორანდუმით გათვალისწინებულ პროექტთა შორის პირველი, თუმცა არა უკანასკნელია.