რუსთავის ავტოდრომმა სტუდენტურ თასს უმასპინძლა

Blog Single

15 აპრილს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე BMW CLUB GEORGIA და SEU RACING CLUB მიერ ორგანიზებული საავტომობილო შეჯიბრი უნივერსიტეტებს შორის - სტუდენტური თასი 2018 გაიხსნა!

შეჯიბრი ჩატარდა როგორც სტუდენტებს, ასევე პრო-კლასის მრბოლელებს შორის. გამარჯვებულებს და პრიზიორებს სოკარისგან დიდი რაოდენობის საწვავი ერგოთ:

1 ადგილი - 500 ლიტრი
2 ადგილი - 300 ლიტრი
3 ადგილი - 100 ლიტრი

უნივერსიტეტებს შორის გამართულ შეჯიბრში პირველი სამი ადგილი საქართველოს ტენიქკურმა უნივერსიტეტმა, გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტმა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დაიკავეს. PRO კლასის მრბოლელებს შორის კი საუკეთესოები არჩილ ბიძინაშვილი, ბესიკ კაპანაძე და გიგა ბიძინაშვილი იყვნენ.

ვულოცავთ შეჯიბრის მონაწილეებს და მომავალშიც წარმატებებს ვუსუვრებთ!