სოკარი კიდევ ერთ სოციალურ კამპანიაში ჩაერთო

Blog Single

სოკარი, სხვა კომპანიებთან ერთად ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კერძო სექტორსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის გაფორმდა.

ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა 2018 წლის 1 იანვარს დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება. მიმდინარეობს აქტიური საინფორმაციო კამპანია, როგორც ტელე-რადიო სივრცეში, ისე სოც-მედიაში.

სოკარი, ისევე როგორც ყოველთვის, ახლაც იღებს თავზე სოციალურ პასუხისმგებლობას და უერთდება კამპანიას, რომელიც კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გახდეს გარემოს დაცვის საქმეში.