ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 1 წლით ადრე, ტურნირის ერთ-ერთმა პარტნიორმა სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა ქვეყნის მასშტაბით არსებული ავტოგასამართი სადგურების ევრო 2020-ის მასპინძელ ქალაქებად ქცევა დაიწყო.
მომავალი ევროტურნირი საიბულეო. 1960 წლის პირველი ჩემპიონატის შემდეგ ზუსტად 60 წელი გავიდა და უეფამ გადაწყვიტა, ეს პირველობა ერთი ან ორი მასპინძლის ნაცვლად, ერთბაშად 12 ქვეყნისთვის ეჩუქებინა.
ევრო 2020-ის მატჩები კონტინენტის 12 ქალაქში: რომში, ამსტერდამში, გლასგოში, ბუდაპეშტში, კოპენჰაგენში, ბილბაოში, ბუქარესტში, მიუნხენში, დუბლინში, ბაქოში, ლონდონში და სანქტ-პეტერბურგში გაიმართება, თუმცა გასაგები მიზეზების გამო, კომპანია შესაბამისი ატრიბუტიკით მხოლოდ 11 სადგურს მორთავს.
21 მარტს, ორთაჭალჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სადგური უკვე გადაიქცა იტალიის დედაქალაქად. იქვე არსებულ მაღაზიაში კი გულსემატკივრებს შესაბამისი ატრიბუტიკისა და სუვენირების შეძენაც შეუძლიათ.