თბილისში, ჰუალინგის ტერიტორიაზე ჭადრაკის მსოფლიო თასი იღებს სტარტს. სოკარი უკვე მრავალი წელია ქართულ ჭადრაკს გვერდში უდგას და ბუნებრივია, მსოფლიოს თასის ოფიციალური პარტნიორიცაა. ისტორიაში პირველად, მსოფლიოს თასისათვის საბღძოლევლად მსოფლიოს ყველა უძლიერესმა მოჭადრაკემ მოიყარა თავი.
ბუნებრივია, სოკარისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პარტნიორობა ამით არ სრულდება და ჩვენი კომპანია, 2018 წელს, საქართველოში გასამართ ყველაზე მასშტაბურ გუნდურ საჭადრაკო ღონისძიებას - ოლიმპადასაც დაუდგება გვერდში.