ევრო 2020-ისთვის მზადება გრძელდება. მეოთხე ავტოგასამართი სადგური, რომელიც სოკარმა ტურნირის მასპინძელ ქალაქად - ბუდაპეშტად აქცია, შეშელიძის ქუჩაზე მდებარეობს.
"ბუდაპეშტის" მთავარი შტრიხი, უნგრეთის დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა - ქალაქის ორი ნაწილის, ბუდასა და პეშტის დამაკავშირებელი ხიდია. სადგურის დიზაინი წითელ ფერშია გადაწყვეტილი. ფერის არჩევანი ვეს ანდერსონის სახელგანთქმულ ფილმის - "სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტის" გამოძახილია.