ევრო 2020-ისადმი მიძღვნილი კრეატიული კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდში მდებარე ავტოგასამართი სადგური რუმინეთის დედაქალაქ - ბუქარესტად იქცა. სადგურის გაფორმებაში მთავარი ადგილი რუმინული ისტორიისა და ფოლკლორის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ წარმომადგენელს - გრაფ დრაკულას უჭირავს.
ბუქარესტი ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა იმ მხრივ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შემტხვევაში, ჯგუფური ეტაპის თამაშები ჩვენმა ნაკრებმა შესაძლოა სწორედ რუმინეთის დედაქალაქში გამართოს