21 მარტიდან, „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე, ყველა ტიპის საწვავზე ფასდაკლება ცხადდება. ნებისმიერი ტიპის ბეზინის ფასი 10 თეთრით, ხოლო დიზელის ფასი 15 თეთრით შემცირდება.
განსხვავებული პირობები იმოქმედებს იმ მომხმარებლებისთვის, ვინც „სოკარის“ ლოიალობის ბარათს, განახლებულ ენერჯი ბარათს ფლობს. ენერჯი ბარათის მფლობელებს დამატებითი ფასდაკლება ეკუთვნით. ვინც უახლოესი ერთი თვის განმავლობაში განახლებული ენერჯი ბარათით ნანო პრემიუმის და ნანო ევრო რეგულარის ტიპის საწვავს შეიძენს, დამატებით 25 თეთრიან ფასდაკლებას მიიღებს. გარდა ამისა, ყოველ შეძენილ ერთ ლიტრ ბენზინზე დაერიცხება 3 ქულა, რაც 3 თეთრს უდრის.
თუ მომხმარებელი განახლებული ენერჯი ბარათით ნანო ევრო დიზელსა, ან ნანო დიზელს შეიძენს, 20 თეთრიან ფასდაკლებას მიიღებს და ყოველ შეძენილ ერთ ლიტრ საწვავზე 3 თეთრი დაერიცხება.