კოვიდ-19-მა ჩვენი ყოველდღიურობა შეცვალა. ბევრს მოუწია ცხოვრების ახალ რიტმთან და ყოველდღიურობასთან შეგუება, მაგრამ არიან ადამიანები, ვისთვისაც საგანგებო მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
ასეთი ადამიანების რიცხვში "კათარზისის" ზესტაფონის ფილიალის ბენეფიციარებიც არიან.
სოკარი უკვე 8 წელია, რაც ზესტაფონის ფილიალის დონორია და ჩვენი ვალია, ორგანიზაციას სწორად ასეთი გაჭირვების დროს დავუდგეთ მხარში. სოკარი აგრძელებს საწვავით "კათარზისის" ზესტაფონის ფილიალის მომარაგებას, რაც საშუალებას აძლევს ორგანიზაციის თანამშრომლებს, რომ საჭირო დახმარება ბენეფიციარებს ადგილზე თავად მიუტანონ.
ჩვენი კომპანიის სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, ვინც ასეთ რთულ დროშიც არ ივიწყებს სამოქალაქო პასუხისმგებლობას და განაგრძობს საქველმოქმედო საქმიანობას.