საახალწლო დახმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებს

Blog Single

2020 წელს COVID-19-მა მთელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენი ქვეყანაც, არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა. განსაკუთრებით მძიმედ პანდემია და მისი თანმხლები მოვლენები სოციალურად დაუცველ ოჯახებზე აისახა. სწორედ ამიტომ, "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალური დირექტორის - მაჰირ მამედოვის ინიციატივით და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ჩართულობით გადაწყდა, რომ კომპანია საკვები პროდუქტებით დაეხმაროს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის სოფლების სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს და მარტოხელა მოხუცებს.

დახმარების დარიგება 25 დეკემბერს დაიწყო. აქცია 5 რეგიონსა და 10 მუნიციპალიტეტში, კონფლიქტისგან დაზარალებულ 2174 ოჯახს მოიცავს. ამას გარდა, დახმარებას კახეთსა და ქვემო ქართლში სოციალურად დაუცველი 800 ოჯახი მიიღებს. 

საკვები პროდუქტებით სავსე ყუთები, საქართველოს მასშტაბით ჯამში სულ  3000 ოჯახს  გადაეცემა. დასარიგებელი სურსათის ღირებულება 279,570 ლარს შეადგენს.  ბენეფიციარების სია ყველა რეგიონში ადგილობრივ მთავრობასთან არის შეთანხმებული. 

ამას გარდა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, კომპანიამ StopCovფონდში 200 000 ლარი გადარიცხა.  მარტში კი, Covid-19 -ის პირველი ტალღის პერიოდში, „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ მთელი საქართველოს მასშტაბით 2000 ოჯახს 200 000 ლარის ღირებულების პროდუქტი გადასცა.