11 აპრილს, 14:00-ზე, BMW Club Georgia-ს ორგანიზებით, რუსთავის ავტოდრომზე Georgian Drift Series 2021 წლის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.
ჩემპიონატის წარმდგენი - სოკარ ჯორჯია პეტროლეუმია. გახსნის ცერემონიის შემდეგ, ბრძოლა საქართველოს დრიფტის სერიების PRO კლასში გაიმართა და პირველი რბოლის გამარჯვებულიც, სოკარის გუნდის წევრი - ნოდო კოდუა გახდა.
Georgian Drift Series 2021 სამ ეტაპად ჩატარდება. ჩემპიონატში სოკარის გუნდიდან მონაწილეობას მევლუდ მელაძე და ნოდარ კოდუა იღებენ. გამარჯვებული, სოლიდური საპრიზო ფონდის გარდა, მიიღებს შანსს, გავიდეს ევროპის ჩემპიონატის ფინალზე, ეს კი პირველი ორი ეტაპის ქულების ჯამით გადაწყდება.
დრიფტის სერიების მიზანია, მიიზიდოს ავტორბოლის მოყვარულები უსაფრთხო ტერიტორიებსა და შეჯიბრებებზე და ამით შეამციროს ქუჩის სახიფათო რბოლები.
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი ავტორბოლის განვითარების პროცესში 2018 წლიდან არის ჩართული, რაც დრიფტის შეჯიბრებების მიზანმა - საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოება სოკარის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის (გარემოს დაცვა, ახალგაზრდების მხარდაჭერა, ქალთა გაძლიერება, შშმ პირების და ხანდაზმულების უფლებების რეალიზაცია და უსაფრთხოება) შემადგენელი ნაწილია.