ენერჯი ბარათზე დაგროვილი ქულების ნაწილის გახარჯვა 31 დეკემბრამდეა შესაძლებელი

Blog Single

31 დეკემბერს „ენერჯი ბარათზე“ დაგროვილი ქულების ნაწილს ვადა ეწურება. კერძოდ, 2022 წლის 1 იანვარს ანულირდება 2019 და 2020 წლებში დაგროვილი ქულები. 2021 წლის მარაგი კი კვლავ ძალაში რჩება.

„ენერჯი ბარათის“ მფლობელებს ჯერ კიდევ აქვთ დრო, დაგროვილი ქულები საწვავში გადაცვალონ, კომუნალური გადასახადები გადაიხადონ, ან მობილურის ბალანსი შეავსონ.

ქულების რაოდენობის შემოწმება შესაძლებელია სოკარის აპლიკაციაში - SOCAR Geo, საიტზე www.SGP.ge, ცხელ ხაზზე *0001 და სერვის ცენტრებში.

რაც შეეხება გახარჯვას, აღნიშნული აპლიკაციის გარდა, ქულების გახარჯვა შეიძლება სოკარის ვებ-გვერდის www.SGP.ge  მეშვეობით და სოკარის ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე, რისთვისაც უბრალოდ უნდა წარუდგინოთ „ენერჯი ბარათი“ ჩამსხმელ ოპერატორს.

შეგახსენებთ, რომ ნაღდი, ან საბანკო ანგარიშსწორების დროს, ყოველ შეძენილ 1 ლიტრ ბენზინსა და დიზელზე, „ენერჯი ბარათზე“ გროვდება 3 ქულა.

წინასწარ, აპლიკაციის ან ვებ-გვერდის საშუალებით ენერჯი ბარათზე ბენზინის ან დიზელის ტიპის საწვავის შესყიდვისას გროვდება 6 ქულა.

1 ქულა = 1 თეთრს.

მადლობა ერთგულებისთვის.