"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს" ქსელში აქვს 5 ტიპის საწვავი:
▪ ნანო სუპერი,
▪ ნანო პრემიუმი,
▪ ნანო ევრო 5 რეგულარი,
▪ ნანო ევრო 5 დიზელი,
▪ ევრო 5 დიზელი.
სოკარს ბენზინის ტიპის საწვავი ევროპიდან შემოაქვს, რომელთა შორის ყველაზე დიდი მომწოდებლები არიან:
▪ რუმინეთი,
▪ ბულგარეთი,
▪ საბერძნეთი.
ევრო 5 დიზელის ტიპის საწვავი შემოდის აზერბაიჯანიდან. სოკარის ავტოგასამართ სადგურებზე შესაძლებელია 2 ტიპის ევრო 5 დიზელის შეძენა:
I - ევრო 5 დიზელი ნანოს დანამატით;
II - ევრო 5 დიზელი ნანოს დანამატის გარეშე.
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი 2013 წლიდან თანამშრომლობს საერთაშორისო, პეტროქიმიკატების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია “BASF SE” - სთან.
კომპანია „BASF“ "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს" ამარაგებს საწვავის „ნანო“ დანამატით, რომლის უნიკალური ფორმულაც აუმჯობესებს ეკოლოგიურ და სამომხმარებლო ექსპლუატაციას, რის შედეგადაც მცირდება ეკო დამაბინძურებელი გამონაბოლქვი და საწვავის მოხმარების ხარჯი.
მიწოდებისა და დისტრიბუციის ჯაჭვში საწვავის შემოწმება ხდება ყველა იმ წერტილში, სადაც საწვავის ხარისხის დაწევის რისკი არსებობს:
▪ პორტში, საწვავის მიღებისას,
▪ რკინიგზის ვაგონში, დატვირთვის შემდგომ,
▪ სოკარის ნავთობ ტერმინალში, საწვავის ცისტერნაში ჩატვირთვის შემდგომ,
▪ საწვავის ბენზინმზიდში, დისტრიბუციაზე გაშვებამდე,
▪ ავტოგასამართ სადგურებზე, ჩამსხმელი პისტოლეტიდან.
„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში“ 2012 წლიდან ფუნქციონირებს საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საგამოცდო ლაბორატორია, რომელიც სერტიფიცირებულია ISO 17025:2017/18 სტანდარტის მიხედვით და აკრედიტებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ. "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" ნავთობპროდუქტების საგამოცდო ლაბორატორია სრულად აკმაყოფილებს, როგორც საქართველოს მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებს, ასევე საერთაშორისო სტანდარტებით დანერგილ და აღიარებულ მოთხოვნებს.
საგამოცდო ლაბორატორია სრულად აღჭურვილია ევროპული და ამერიკული საგამოცდო აპარატებით, რომლის მეშვეობითაც ხდება საწვავში ყველა იმ ხარისხობრივი პარამეტრის შემოწმება, რაც მნიშვნელოვანია როგორც ეკოლოგიური, ასევე სამომხმარებლო თვალსაზრისით.
სოკარის ლაბორატორია წელიწადში ორჯერ, საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის გამოცდის სტანდარტის მონიტორინგის მიზნით, წარმატებით მონაწილეობს საერთაშორისო „Round Robins SGS-IIS” ლაბორატორიათა შორის შედარებაში.