ᲚᲐᲑᲝᲠᲐᲢᲝᲠᲘᲐ
ჩვენთან ფუნქციონირებს საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საგამოცდო ლაბორატორია, რომელიც სერტიფიცირებულია ISO 17025:2017/18 სტანდარტის მიხედვით და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
საგამოცდო ლაბორატორია აღჭურვილია ევროპული და ამერიკული საგამოცდო აპარატებით, რომლის მეშვეობითაც ხდება საწვავში კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ხარისხობრივი პარამეტრის შემოწმება.
სოკარის ლაბორატორია წელიწადში ორჯერ, საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის გამოცდის სტანდარტის მონიტორინგის მიზნით, წარმატებით მონაწილეობს საერთაშორისო „Round Robins SGS-IIS” ლაბორატორიათა შორის შედარებაში. აქამდე მიღებული ყველა შედეგი არის “Excellent” რაც დასტურდება შესაბამისი სერთიფიკატებით.