ᲒᲐᲠᲔᲛᲝᲡ ᲓᲐᲪᲕᲐ


3efee967-ecc5-407f-b569-d4048b5bbf2e_FRS06891 (1) (1).jpg

ექსკურსია და დასუფთავების ღონისძიება კასპის რაიონში

28 სექტემბერს, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სოკარმა პარტნიორ ორგანიზაცია „სადაგთან“ ერთად კასპის რაიონში დასუფთავებისა და ექსკურსიის ტური ჩაატარა.


გარემოს დაასუფთავებამდე, მონაწილეები გაეცნენ კასპის რაიონის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას: სამთავისის მონასტერს, ამილახვრების სასახლესა და სხვილოს ციხეს.


ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ სოკარის თანამშრომლები და მოხალისეები, რომლებმაც გაერთიანებული ძალებით ექსკურსის შემდეგ დაასუფთავეს კასპის რაიონის, სოფელმრავალჭალის მიმდებარე ტერიტორია.

წაიკითხეთ მეტი
eacccc6b-80ab-422a-a10f-e9f3a5bc6e47_CNV000023.jpg

სადაგის ექსპედიცია თუშეთში

სექტემბრის დასაწყისში, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა მხარი დაუჭირა ორგანიზაცია „სადაგის“ ექსპედიციას თუშეთში, რომელშიც მონაწილეობდნენ გუნდის წევრები და მოხალისეები, რომლებიც წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობენ გარემოსდაცვით ინიციატივებში. ვიზიტის მიზანი იყო ტერიტორიის დათვალიერება და მომავალი წლის მასშტაბური დასუფთავების ღონისძიებისთვის მომზადება.

 

მოხალისეებმა ექსპედიციის ფარგლებში განახორციელეს სადარბაზო დალაგება და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გააზიარეს ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების იდეა. პროექტის მიზანია ბუნებრივი გარემოს დაცვა, სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერება და საზოგადოების ჩართულობის წახალისება.

წაიკითხეთ მეტი
6adb2532-177c-4bc6-9104-0eb08a1e74bd_r-194 (1).jpg

სოკარისა და სადაგის ერთობლივი დასუფთავების ღონისძიება რაჭაში

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა პარტნიორ ორგანიზაცია სადაგთან ერთად რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარედ 2 დღიანი დასუფთავების ღონისძიება ჩაატარა. კამპანიის ფარგლებში მონაწილეებმა წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე ნარჩენები შეაგროვეს და ტერიტორია სრულად გაასუფთავეს.


დასუფთავების ღონისძიებას აქტიურად შეუერთდნენ ადგილობრივი მცხოვრებნიც, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჩართულობა გარემოსდაცვით საკითხებში.


აღნიშნული ინიციატივა სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომლის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს გარემოს დაცვა წარმოადგენს.

წაიკითხეთ მეტი
ef4119f0-0273-4401-bfdf-de032c5c58d2_image00007.jpg

გაცვლა 2025 - საქართველოში პირველი მდგრადი ტრანსფორმაციული გამოფენა

20 ივნისს, თბილისში, კომბინატის სივრცეში, გაიმართა პირველი მდგრადი ტრანსფორმაციული გამოფენა „გაცვლა 2025“, რომელიც სოციალური საწარმო „სადგურის“ ორგანიზებით ჩატარდა.

 

„გაცვლა 2025“ ხელოვნებისა და ეკომეგობრული მიდგომების შერწყმის მაგალითია, რომელიც მიზნად ისახავს მეორადი და გამოუსადეგარი ნივთების ხელახალ გამოყენებასა და მათ კულტურულ კონტექსტში გადატანას. ღონისძიების ფარგლებში, ძველი და დაზიანებული ნივთები გარდაიქმნა ღირებულ ექსპონატებად.

 

პროექტის პარტნიორი იყო სოკარი - კომპანია, რომელიც პასუხისმგებლიანი ბიზნესის სახელით აქტიურად უჭერს მხარს ეკოინიციატივებსა და მდგრად განვითარებას. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სოკარის ძველი და დაზიანებული ინვენტარი, რომელიც გადამუშავდა და საგამოფენო ექსპონატებად გარდაიქმნა.

 

სოციალური საწარმო „სადგური“ ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მექანიზმების დანერგვას ბიზნესსა და საზოგადოებაში. პროექტი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მარკეტინგის, ეკოლოგიისა და თანამედროვე ხელოვნების მიმართულებებით დაინტერესებული ვიზიტორებისთვის.

წაიკითხეთ მეტი
ea9fe4f7-1e6b-42f0-83cb-2a312d56acd0_CSR-Environment.jpg

ეკომეგობრული ინფრასტრუქტურა

სოკარი საკუთარი ინფრასტრუქტურის ეკომეგობრულობაზე ზრუნავს. ჩვენი სადგურბის სახურავებზე დავიწყეთ მზის პანელების მონტაჟი. შესაბამისად, აღნიშნული სადგურები სახურავზე დამონტაჟებული მზის სისტემის მეშვეობით სრულად მარაგდება ელექტროენერგიით.


ამასთანავე, გადავედით LED განათებებზე და სათაო ოფისში დავიწყეთ ნაგვის სეპარაციაზე მუშაობა. ჩვენს ავტოგასამართ სადგურებზე მუდმივად ვამატებთ ელექტრო დამტენებს და ვახალისებთ ელექტრომობილების მოხმარებას.

წაიკითხეთ მეტი
888d8a8d-d55e-4f30-a294-fc03303c3749_23.jpg

SOCAR X სადაგი

გარემოზე ზრუნვისა და ამ თვალსაზრისით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით - იმისთვის, რომ გარემო ნაკლებად დაზიანდეს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა და სადაგმა თანამშრომლობა დაიწყეს.


კომპანიებმა მემორანდუმი გააფორმეს, რომლითაც სადაგის საქმიანობის არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა. საზოგადოებრივი ორგანიზაცა სადაგი მიზნად ისახავს ბუნების დაცვას და გაჯანსაღებას საზოგადოების თითოეული წევრის, კომპანიის და ორგანიზაციის ჩართულობით, ვისაც სურვილი აქვს გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. სწორედ ამ მიზნით, სადაგმა ბოლო წლების განმავლობაში 50-ზე მეტი ღონისძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტების და მოსწავლეების ჩართულობით ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში დანაგვიანებული ტერიტორიები სრულად გაიწმინდა.


სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისთვის გარემოს დაცვა სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. უკვე წლებია კომპანია ხელს უწყობს ნაკლებსაზიანო ელექტრო ტრანსპორტის განვითარებას და მწვანე საფარის - ტყეების შენარჩუნებას. საგადთან თანაშრომლობით კი კომპანია აქტიურად ჩაერთო დაბინძურებული არეალების გაწმენდით სამუშაოებში.


სოკარისა და სადაგის პარტნიორობით უკვე მრავალი ღონისძიება განხორციელდა და მომავლშიც არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო აქტივობები იგეგმება. 

წაიკითხეთ მეტი
6505ac13-eba2-4650-8752-f73ead514ca1_13.jpg

დასუფთავება რაგბის კლუბ სოხუმის ბავშვთა და კაცთა გუნდთან ერთად

რაგბის კლუბ სოხუმის ბავშვთა და კაცთა გუნდის მორაგბეები, SOCAR-ის მხარდაჭერით, გარემოსდაცვითი ლაშქრობის ფარგლებში, ჭაქვინჯის ისტორიულ ციხე-სიმაგრეს ეწვივნენ. აქტივობის ფარგლებში, ლაშქრობასთან ერთად, მორაგბეებმა ციხე-სიმაგრის მიმდებარე ტერიტორიაც დაასუფთავეს.


გარემოსდაცვითი ლაშქრობა რუხის ციხეზე გაგრძელდა და განმუხურში დასრულდა. უამინდობის მიუხედავად, გუნდმა ჯამში 75 კილომეტრი გაიარა, დაასუფთავა რუხის, ჭაქვინჯის ციხეები და განმუხურის სანაპირო. ლაშქრობის ფარგლებში, "სოხუმის" მოთამაშეებმა პრეზენტაციები მოამზადეს იმ ადგილების შესახებ, რომლებსაც ეწვივნენ და გაიღრმავეს ისტორიის ცოდნა.  

წაიკითხეთ მეტი
c4b7c653-2578-4900-868d-d8a8bc28439f_12.jpg

ელექტროდამტენები სოკარის სადგურებზე

გარემოზე ზრუნვა სოკარის CSR სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, სწორედ ამიტომ სოკარის სადგურების უმრავლესობაზე (კახეთიდან - ბათუმამდე არსებულ მთელს ავტობანზე და თბილისში) დამონტაჟებულია ელექტრო-მანქანების სატენები.

წაიკითხეთ მეტი
59665883-d993-477d-9eb2-bd718820b8b1_6.jpg

Let's do it – Georgia X SOCAR

Let's do it - Georgia - სამოქალაქო მოძრაობაა, რომლის მიზანიც ქვეყანაში ეკომეგობრული, სუფთა და მწვანე გარემოს შექმნაა.


გარემოზე ზრუნვა სოკარის CSR სტრატეგიის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, სწორედ ამიტომ, სოკარი მხარს უჭერს Let’s do it – Georgia-ს და დღემდე, მათთან ერთად არაერთი დასუფთავების ღონისძიება განხორციელდა.


სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისა და Let's do it – Georgia-ს პირველი ერთობლივი პროექტი ხაშურში, #7 სკოლასთან ერთად განხორციელდა, რომელშიც ორგანიზაციის წევრებთან ერთად, 100-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. დასუფთავების აქციის გარდა, ასევე მოიხატა კედლები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე თემატიკით - “ადამიანი და ბუნება”.


2019 წელის 21 სექტემბერს WorldCleanupDay - მსოფლიოს დასუფთავების დღის აღსანიშნად - სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა Let's do it - Georgia-სთან ერთად რუსთავის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა და 10 000 ლიტრამდე ნარჩენი შეაგროვა.


2022 წლის აგვისტოში, თეთრიწყაროში SOCAR-ის მხარდაჭერით, Let's do it - Georgia-მ თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრისა და მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით კედლის მოხატვისა და დასუფთავების აქცია გამართა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს მოხალისეებმა, ორგანიზაციისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა.


ასევე, ბაკურიანში Let's do it - Georgia -მ, SOCAR-ის მხარდაჭერით და პროექტ - #thereisnoplanetb-ს ფარგლებში დასუფთავების აქცია ჩაატარა. პროექტში ჩაერთნენ ახალგაზრდები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ღონისძიების ფარგლებში დასუფთავდა ბაკურიანის ცენტრალური და მიმდებარე ტერიტორიები.


2022 წელის 21 სექტემბერს WorldCleanupDay - მსოფლიოს დასუფთავების დღის აღსანიშნად - სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის მხარდაჭერით Let's do it – Georgia-მ ბოლნისის მიდამოები დაასუფთავა. ღონისძიების ფარგლებში შეგროვდა 300 კილოგრამამდე ნარჩენი და პარტნიორ მუნიციპალიტეტებში გარემოსდაცვითი თემატიკით კედლები მოიხატა, რაც საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ეკოკულტურის ჩამოყალიბებას ემსახურება.

წაიკითხეთ მეტი
0e24bef6-eda8-4b71-b6e0-5de079fb43db_1---საქველმოქმედო-მატჩი-ბორჯომის-ტყის-აღსადგენად.jpg

საქველმოქმედო მატჩი ბორჯომის ტყის აღსადგენად

29 სექტემბერს დინამო არენაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის მხარდაჭერით, საქველმოქმედო მატჩი "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" გაიმართა! ️


საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხა ბორჯომის ტყის აღსადგენად, რის შედეგადაც 2 ჰექტარი დამწვარი ტყე აღდგა.


ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად ტყის საკმაოდ დიდი ნაწილი განადგურდა. ქვეყნის ეკოსისტემას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ხანძრის პერიოდში კომპანია ტექნიკითა და საწვავით ცდილობდა სტიქიასთან ბრძოლაში წვლილის შეტანას და ამასთანერთად, ნიადაგის მომზადებისა და გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულების შემდეგ SOCAR-ის თანამშრომლებმა 2 ჰექტარზე ახალი ნერგები დარგეს. 

წაიკითხეთ მეტი