წესები და კონფიდენციალობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი *0001

წესები და პირობები
აღნიშნულ ბარათზე ხელმოწერით განმცხადებელი პირი ადასტურებს, რომ:
1. განაცხადში მითითებული ახალი „ენერჯი ბარათის“ მფლობელის პერსონალური მონაცემები სწორია.
2. მომხმარებლის სახელზე ახალი „ენერჯი ბარათის“ დარეგისტრირების შემთხვევაში, ძველი „ენერჯი ბარათი“ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ავტომატურად გაუქმდება, მაგრამ ამავდროულად ძველ ბარათზე არსებული ყველა მონაცემი (დაგროვილი ქულები, ფასდაკლების ოდენობა, დარიცხული საწვავის მონაცემები და ა.შ.) ავტომატურად გადავა ახალ „ენერჯი ბარათზე“.
3. პროდუქტზე ფასდაკლების სიდიდე დამოკიდებულია იმავე პროდუქტის მოხმარების რაოდენობაზე და არა სხვადასხვა პროდუქტების ჯამურ მოხმარებაზე.
4. ფასდაკლების ოდენობის დაანგარიშება ხორციელდება თვეში ერთხელ, შესაბამისი კალენდარული თვის დასრულებისას.
5. კომპანია იტოვებს უფლებას ერთპიროვნულად შეცვალოს როგორც ფასდაკლების ოდენობა, ასევე ფასდაკლების დადგენისა და ქულების დარიცხვის წესი.
6. დაგროვილი ქულების გამოყენება შესაძლებელია მომდევნო წლის ბოლომდე.
7. ბარათი აქტიურია ბოლო ოპერაციიდან  3 წლის  განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ბარათის მოქმედება წყდება და ხდება მისი დეაქტივაცია.
8. მომხმარებელი გაეცნო და ეთანხმება კომპანიის ბარათით საწვავის ელექტრონული ფორმით შესყიდვის პირობებსა და წესებს და თანახმაა კომპანიამ ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებსა და პირობებში.
9. გაეცნო და ეთანხმება ვებ-გვერდის მოხმარების პირობებს.
10. მომხმარებელი თანახმაა, მიიღოს მონაწილეობა კომპანიის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ტიპის გათამაშებებში.
11. კომპანიის მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავების პირობები დეტალურად მოცემულია  პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკით.
12. ამ შეთანხმების ძალაში შესვლამდე კონკრეტული ნომრიდან განცხადებული თანხმობა ან უარი კარგავს ძალას.
13. კომპანია ადასტურებს და იღებს ვალდებულებას, რომ სრულად გააცნობს და განუმარტავს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებს, ვალდებულებებს და ყველა სხვა პირობას იმ ფიზიკურ პირებს, რომელთაც უშუალოდ უნდა ისარგებლოს/სარგებლობენ კომპანიის ენერჯი ბარათით.
14. ენერჯი ბარათზე ნებისმიერი ცვლილების/განახლების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება www.sgp.ge-ზე.
15. მომხმარებელი გაეცნო და ხელმოწერით ადასტურებს, რომ მისი პირადი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილი პირები არიან შპს „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ მის: 300 არაგველის 24 და შპს „BMS Applications“ მის: გრ.ფერაძის ქ. N7, ბ. 35.
16. განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემების დამუშავება შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“სა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირების მიერ  ხორციელდება ენერჯი ქარდის მოხმარების მიზნით(დაგროვილი ქულების გადაცვლა, საინფორმაციო და სარეკლამო სმს შეტყობინებების მიღება და ა შ.).

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა

ზოგადი ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკის შესახებ
შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ (შემდგომ - სოკარი) პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკის (შემდგომ - პოლიტიკა) მიზანია, ხელი შეუწყოს სოკარის მიერ ლოიალობის პროგრამის ფარგლებში თქვენი პერსონალური მონაცემების (შემდგომ - მონაცემები) დამუშავების გამჭვირვალობას. სოკარი პატივს სცემს და იცავს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს.
სოკარი თქვენ მონაცემებს ამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული მიზნებით და ამავე კანონით განსაზღვრული საფუძვლებით. 
სოკარი ამუშავებს მხოლოდ იმ მონაცემებს, რაც აუცილებელია სოკარის კანონიერი მიზნების მისაღწევად.
თქვენი მონაცემების დამუშავებისას, დაცულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მონაცემთა დამუშავების ყველა პრინციპი.
ჩვენ მაქსიმალურად ვიცავთ თქვენ მონაცემებს და ამისათვის დანერგილი გვაქვს სათანადო ორგანიზაციული და ტექნიკური უსაფრთხოების ზომები.
სოკარს ჰყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელიც გვეხმარება ორგანიზაციაში მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფაში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი წარმოადგენს მთავარ საკონტაქტო პირს მონაცემთა სუბიექტებისათვის, რომლის შესახებ ინფორმაცია მოცემულია sgp.ge ვებ-გვერდზე.
პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

 რა მონაცემებს ვამუშავებთ
ჩვენ ვამუშავებთ მხოლოდ იმ მონაცემებს, რასაც თქვენ გვაწვდით ნებაყოფლობით, სათანადო ინფორმაციის მიღების შემდეგ, სოკარის ლოიალობის ბარათის აღებისას და მისი რეგისტრაციისას. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც მობილური აპლიკაციის, ისე ვებგვერდის მეშვეობით.
ჩვენს მიერ მუშავდება მომხმარებლის შემდეგი მონაცემები:
სავალდებულო მონაცემები:
სახელი;
გვარი;
ხელმოწერა;
პირადი ნომერი;
ლოიალობის ბარათის ნომერი;
მობილური ტელეფონის ნომერი;
პაროლი;
ინფორმაცია ლოიალობის ბარათის მეშვეობით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ.

 არასავალდებულო (ნებაყოფლობითი) მონაცემი:
სქესის შესახებ ინფორმაცია;
ელექტრონული ფოსტის მისამართი;
დაბადების თარიღი;
რეფერალ კოდი.
ჩვენი ვებგვერდით ან/და აპლიკაციით სარგებლობისას, ასევე მუშავდება ამ პოლიტიკით განსაზღვრული დამატებითი მონაცემები (მაგალითად, მზა ჩანაწერები “Cookies”).

 როგორ ხდება მონაცემთა დამუშავება
სოკარი თავის მომხმარებლებზე გასცემს ფასდაკლების ბარათს, სახელწოდებით - „ენერჯი ბარათი“, რომლის მეშვეობითაც, ბარათის მფლობელს შეუძლია სოკარის ავტოგასამართ სადგურზე საწვავის შეძენის დროს დააგროვოს ქულები და მიიღოს ფასდაკლება. ენერჯი ბარათზე ქულების დაგროვება ასევე ხდება სოკარის ავტოგასამართ სადგურებზე პროდუქტის შეძენისას. ამასთან, ბარათის მფლობელს შეუძლია, დაგროვილი ქულები გადაცვალოს საწვავში და პროდუქტში, რომელიც იყიდება სოკარის ავტოგასამართ სადგურებზე. 
ენერჯი ბარათი იხსნება მომხმარებლის სურვილით და გათვალისწინებულია სოკარის პარტნიორებისთვის განსაზღვრული ფასდაკლება. მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია თავად მომხმარებელი, რომელიც მონაცემთა სიზუსტეს ადასტურებს განაცხადზე ხელმოწერით. განაცხადში მომხმარებელი უთითებს ამ პოლიტიკით განსაზღვრულ საჭირო მონაცემებს. განაცხადის სავალდებულოდ შესავსები ველები მონიშნულია ე.წ. „ფიფქის“ სიმბოლოთი. 
განაცხადის საფუძველზე მოპოვებული მონაცემები აისახება ელექტრონულ პორტალზე არსებულ „Energy Card“ რეგისტრაციის მოდულში. ამასთან, ბარათის გაცემის პროცესში მოპოვებული მონაცემები მუშავდება ელექტრონულ პორტალზე არსებული „Energy Card“ რედაქტირების პროგრამის მეშვეობითაც, რომლითაც, მათ შორის, შესაძლებელია ფასდაკლების, ქულის, საწვავის, ტრანზაქციის ისტორიის შესახებ ინფორმაციის მიღება და მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, დაგროვილი ქულების საწვავში გადაცვლა, ასევე, მონაცემების (გარდა ბარათის და პირადი ნორმის) რედაქტირება.

 მონაცემთა დამუშავების მიზნები
თქვენი მონაცემების მითითების გარეშე, ვერ გახდებით სოკარის ლოიალობის კლუბის წევრები და ვერ ისარგებლებთ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოქმედი შეღავათებითა და ბენეფიტებით. 
ზემოაღნიშნული მონაცემების დამუშავების მიზნებია:
ერთგული მომხმარებლების წახალისება და მათთვის შეღავათების მიცემა;
მომხმარებლებისათვის საინფორმაციო და მარკეტინგული შეტყობინებების გაგზავნა;
ლოიალობის ბარათის გამოყენების შემთხვევაში ფინანსური ტრანზაქციების უზრუნველყოფა და ლოიალობის ბარათზე არსებული ქულების დაანგარიშება;\

 მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
თქვენი მონაცემები მუშავდება “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი კანონიერი საფუძვლით. მონაცემთა დამუშავების საფუძვლებია:
მონაცემი:
1. სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მომხმარებლის პაროლი, ხელმოწერა, ლოიალურობის ბარათის ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი.
2. ინფორმაცია ლოიალურობის ბარათის მეშვეობით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ.
3. რეფერალ კოდი
4. სქესის შესახებ ინფორმაცია, დაბადების თარიღი.
5. მობილური ტელეფონის ნომერი ან ელექტრონული ფოსტის მისამართი.
6. მზა ჩანაწერები (ე.წ. Cookies)

 მიზანი:
1. მომხმარებლის რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია და ავტორიზაცია.
2. ლოიალურობის ბარათით სარგებლობა. კერძოდ, ბარათზე ქულათა სწორად დარიცხვა, დაგროვებული ქულების გამოყენება, დარიცხული და დახარჯული ქულების სწორად ადმინისტრირება. სტატისტიკური და მარკეტინგული ანალიზი.
3. დამატებითი ქულების დაგროვება ენერჯი ბარათზე.
4. სტატისტიკური და მარკეტინგული ანალიზი. ქალთა საერთაშორისო დღის მილოცვისა და ქალებისათვის სასაჩუქრე შეთავაზებების განხორციელება.
5. მომხმარებელთან კომუნიკაცია. პირდაპირი მარკეტინგი. მომხმარებლის მიერ ტრანზაქციებისა და ბალანსის შესახებ ინფორმაციის მიღება.
6. ვებგვერდით ან/და აპლიკაციით სარგებლობის ხარისხის გაუმჯობესება

 საფუძველი:
1.მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, მისთვის მომსახურების გასაწევად.
2.მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, მისთვის მომსახურების გასაწევად. დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად.
3.მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების
4.მონაცემთა სუბიექტის თანხმობა.
5.მონაცემთა სუბიექტის თანხმობა.
6.მონაცემთა სუბიექტის თანხმობა. სოკარის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დაცვა.

ვებგვერდის და აპლიკაციის მეშვეობით დამატებითი მონაცემების დამუშავება
სოკარის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად, შესაძლო ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების გამოვლენის მიზნით, რაც აუცილებელია, მათ შორის, სოკარის ელექტრონული სისტემების მთლიანობის უზრუნველყოფისა და საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნებისთვის - ვებგვერდის/აპლიკაციის მეშვეობით ხდება დამატებითი მონაცემების შეგროვება.
სერვერზე ფიქსირდება ვებგვერდზე მომხმარებლის შესვლის თარიღი, საათი და მეთოდი, ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი, რეფერალი და ვებგვერდზე მომხმარებლის მიერ განხორციელებული აქტივობების ამსახველი სხვა მონაცემები.
სოკარის ვებგვერდით ან აპლიკაციით სარგებლობისას, გამოიყენება მზა ჩანაწერები (ე.წ. Cookies). მზა ჩანაწერები სხვადასხვა სახისაა და ზოგიერთი მათგანის დამუშავება აუცილებელია სოკარის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დაცვის მიზნით. მზა ჩანაწერები, რომლებიც არ მუშავდება მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად, მუშავდება მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობის საფუძველზე. მზა ჩანაწერებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ სოკარის მზა ჩანაწერების (ე.წ. Cookies) პოლიტიკას, რომელიც ჩვენს ვებგვერდზეა განთავსებული.

 მონაცემთა გადაცემა მესამე პირებისათვის
სოკარი მონაცემების დამუშავების პროცესში სარგებლობს შპს “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” და შპს “ BMS Applications”-ის მომსახურებით, მათთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. აღნიშნულ ურთიერთობაში მითითებული კომპანიები წარმოადგენენ დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, ხოლო სოკარი - დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს. აღნიშნული კონტრაქტორი კომპანიების მიერ შესასრულებელი დავალების ხასიათის გათვალისწინებით, მათ დაშვება გააჩნიათ ბარათის გაცემის პროცესში მოპოვებულ მომხმარებელთა მონაცემებზე. 
შპს “სოკარ ენერჯი ჯორჯია” სოკარისთვის მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის საფუძველზე, ახორციელებს საინფორმაციო ბაზის სერვერულ, ქსელურ და პროგრამულ მართვას, ადმინისტრირებასა და მხარდაჭერას.
შპს “BMS Applications“ სოკარისთვის უზრუნველყოფს არსებული პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრირებას, მხარდაჭერას, დეველოპმენტსა და სხვა სისტემებთან ინტეგრაციას.
ზემოაღნიშნული კომპანიები ვალდებულნი არიან დაიცვან “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი და უზრუნველყონ მონაცემთა უსაფრთხოება.
ზემოაღნიშნულ კომპანიებთან თანამშრომლობა ხდება მხოლოდ შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, სადაც გათვალისწინებულია მონაცემთა დამუშავებისა და უსაფრთხოების საკითხები და მათ შორის ის, რომ დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ სოკარის საქმიანობის მიზნებისთვის.

 მონაცემთა შენახვა
ბარათის გაცემის პროცესში მოპოვებული მონაცემები (მატერიალური განაცხადი, ასევე პროგრამებში ასახული მონაცემები) ინახება ბარათის მოქმედების ვადით, რათა მომხმარებელმა შეძლოს ბარათით სარგებლობა. განაცხადი ინახება მონაცემთა უზუსტობის არსებობისას განაცხადზე დატანილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით და ის წარმოადგენს დოკუმენტს, სადაც ასახული მომხმარებლის თანხმობა ბარათის გახსნასთან დაკავშირებით. 
მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის შენახვა ასევე, დამოკიდებულია ბარათზე დარიცხული ქულების გამოყენებაზე. კერძოდ, თუ მონაცემების წაშლას/ბარათის გაუქმებას მოითხოვს მომხმარებელი, რომელსაც ბარათზე არ ერიცხება ქულები, სოკარი მომხმარებლის ელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემებს წაშლის და მის მიერ მატერიალურად შევსებულ განაცხადს გაანადგურებს მომხმარებლის მიერ წაშლის მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს ქულები აქვს გადაცვლილი, მონაცემები 3 წლის ვადით ინახება. დაგროვილი ქულების შესახებ ინფორმაცია ინახება მომდევნო წლის ბოლომდე. ხოლო, თუ ბარათი მხოლოდ ბუნებრივი აირით ავტომანქანის გამართვისთვის გამოიყენება, მონაცემები იშლება, რადგან ამ მომსახურებით სარგებლობისას არ გროვდება ქულები.
ძველი ბარათის გაუქმებისა და ახალი ბარათის გააქტიურების შემთხვევაშიც არ ხდება ძველი ბარათის გაცემის დროს შედგენილი განაცხადის განადგურება და სოკარი მას ინახავს მომხმარებელთან ურთიერთობის შეწყვეტამდე, ვინაიდან ძველი ბარათის გაცემის დროს შევსებული განაცხადი ადასტურებს მომხმარებელსა და სოკარს შორის ურთიერთობის დაწყების პერიოდს.

მონაცემთა უსაფრთხოება
მონაცემთა უსაფრთხოება უზრუნველყოფილია სოკარის ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისად. ვებგვერდზე და აპლიკაციაში მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებულია შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები (მათ შორის, შეღწევადობის ტესტირებები, პაროლების ჰეშირება, მონაცემებზე წვდომისას მინიმალური პრივილეგიის პრინციპის გამოყენება იმ მომხმარებლებისთვის, რომელთა უშუალო ფუნქცია-მოვალეობებში შედის მონაცემთა დამუშავება). პროგრამებში დაცულ მონაცემებზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ სამსახურებრივი კომპიუტერებიდან, შიდა ქსელის გამოყენებით. წვდომაზე უფლებამოსილ ყველა პირს აქვს საკუთარი, განპიროვნებული მომხმარებელი და პაროლი. 
პროგრამის სერვერი განთავსებულია შპს „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ სერვერზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეა. ამავე სერვერზეა განთავსებული მონაცემთა ბაზები. მონაცემთა მიმართ ყოველდღიურად ხორციელდება სარეზერვო ასლების შენახვა.
პროგრამა იყენებს 2 (ორი) რელაციურ და არარელაციურ მონაცემთა ბაზას. მონაცემთა ბაზაზე პირდაპირი წვდომა არ ხდება და მათი უსაფრთხოება დაცულია საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
პროგრამაში შესვლა და მონაცემთა ბაზაზე წვდომა მკაცრად შეზღუდულია როგორც სოკარში, ისე მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებთან და წვდომისას გამოიყენება მინიმალური პრივილეგიის პრინციპი.
ხორციელდება მომხმარებლების მიერ შემუშავებული პაროლების ჰეშირება.
ელექტრონულ ბაზაში არსებული ყველა მონაცემის მიმართ განხორციელებული მოქმედება აღირიცხება (ლოგირების სისტემა).
მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებთან გაფორმებული წერილობითი შეთანხმებები მოიცავს მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მომხმარებლების განცხადებები ენერჯი ბარათის დამზადების შესახებ ინახება დაცულ ადგილას და მასზე წვდომა მკაცრად შეზღუდულია.
პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებისთვის მიღებული ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების ეფექტიანობა რეგულარულად მოწმდება და ფასდება, როგორც სოკარში, ასვე ზემოთ მითითებულ უფლებამოსილ პირებთან.
სოკარში დასაქმებულ შესაბამის თანამშრომლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული შესაბამისი ტრენინგი.
სოკარს ემსახურება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელიც მონაწილეობს მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მუდმივად უწევს სოკარს კონსულტაციას და ზრუნავს ორგანიზაციაში მონაცემთა დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე.

 მონაცემთა სუბიექტის უფლებები
თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს გააუქმოთ ლოიალობის პროგრამის ფარგლებში აღებული „ენერჯი ბარათი“, რა დროსაც შეწყდება შესაბამისი მომსახურება. მომსახურების შეწყვეტისას წყდება თქვენი მონაცემების დამუშავება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მონაცემთა დამუშავების საფუძველი და დამუშავების კონკრეტული და მკაფიო მიზანი. 
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, უსასყიდლოდ, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავების თაობაზე. ამ შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შესაბამისად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის შეწყდება მონაცემთა დამუშავება. პირდაპირ მარკეტინგთან დაკავშირებით გაცემული თანხმობის გამოთხოვა არ გიზღუდავთ „ენერჯი ბარათით“ სარგებლობის შესაძლებლობას და შესაბამისი შეღავათების მიღებას.
თანხმობის გამოთხოვა ხდება ისევე მარტივად, როგორც მისი გაცემა: მიღებულ სმს შეტყობინებაზე, ამავე ფორმით რეაგირებით (ე.წ. sms off), ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info.sgp@socar.ge ან ცხელი ხაზის ნომერზე - *0001 მოთხოვნის დაფიქსირებით, მობილური აპლიკაციის, ვებგვერდის მეშვეობით.
სოკარი ვალდებულია შეწყვიტოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავება (აღარ მიიღებთ მარკეტინგულ შეტყობინებებს) თქვენი მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა. 
სმს-ის სახით მარკეტინგული შეტყობინებების გაგზავნა ხორციელდება სოკარის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი მესამე პირ(ებ)ის მიერ (დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი), შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, რა დროსაც გარანტირებულია თქვენი უფლებების დაცვა.
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებისას, სოკარი აღრიცხავს მონაცემთა სუბიექტის მიერ მის შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის მიცემისა და თანხმობის გამოხმობის დროსა და ფაქტს, რის შესახებ ინფორმაციასაც ინახავს ბარათის მოქმედების ვადით. 
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის შემთხვევაში, თქვენი ტელეფონის ნომრის ან ელფოსტის მისამართი შესაძლებელია ისევ დამუშავდეს თუ იარსებებს შესაბამისი დასაბუთებული მიზანი და კონკრეტული საფუძველი. 
მონაცემთა სუბიექტს ასევე, უფლება აქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ამავე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, მიიღოს ინფორმაცია მისი მონაცემების დამუშავების შესახებ, მოითხოვოს მონაცემთა გაცნობა და ასლის მიღება, მოითხოვოს მონაცემთა განახლება, გასწორება ან შევსება, მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან მონაცემთა წაშლა თანხმობის გამოთხოვით, ასევე, მოითხოვოს მონაცემთა დაბლოკვა.
თქვენი უფლებების რეალიზების მიზნით, ასევე თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის კონსულტაციის საჭიროებისას, გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: შპს „მონაცემთა დაცვის გუნდი“ (ელ. ფოსტა: dptinfo@proton.me).

 ვებგვერდის მომხმარებლის უფლებების შეზღუდვა
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის ზემოაღნიშნული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:
1.სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს;
2.საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
3.დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
4.ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;
5.მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას;
მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას;
6.სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას;
7.სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებელის დასაბუთებას.
მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვისათვის გათვალისწინებული ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად.
უფლების შეზღუდვის საფუძვლების არსებობისას, სოკარის გადაწყვეტილება მონაცემთა სუბიექტს ეცნობება იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს უფლების შეზღუდვის მიზანს.

 პოლიტიკის განახლება
მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების ცვლილების შემთხვევაში, პოლიტიკა ექვემდებარება საჭიროებისამებრ განახლებას.

„მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა



შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ იყენებს Cookie ფაილებს. Cookie არის მცირე ტექსტური ფაილი, ე.წ. „მზა ჩანაწერები“, რომელსაც ვებგვერდი აგზავნის და ინახება თქვენი მოწყობილობის ბრაუზერში, როდესაც თქვენ სტუმრობთ ჩვენს ვებგვერდს. მასში მოცემულია ინფორმაცია კონკრეტული ვიზიტორის, ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებების და ვებგვერდის მისამართის შესახებ. „მზა ჩანაწერები" მოქმედებენ როგორც ერთგვარი "მეხსიერება," რომელიც იმახსოვრებს თქვენს ქცევას ვებგვერდზე სტუმრობისას და საშუალებას აძლევს საიტს, წინა ვიზიტების მიხედვით უკეთ მოარგოს მომსახურება თქვენს საჭიროებებს, რაც საბოლოოდ ქმნის უფრო პერსონალიზებულ და კომფორტულ გამოცდილებას.


ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას ვებგვერდზე თქვენი ვიზიტის შესახებ, შემდეგი სახის Cookie ფაილების გამოყენებით:


აუცილებელი Cookie ფაილები: უზრუნველყოფენ საიტის შეუფერხებლად მუშაობას და ინახავენ მონაცემებს, როგორიცაა, ინფორმაცია თქვენი ვიზიტის, IP მისამართის, ვებგვერდის მისამართის, ვებგვერდის შიგნით გავლილი გზის შესახებ და სხვა ისეთ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ვებგვერდის ფუნქციების გამოსაყენებლად და გასაუმჯობესებლად.


ანალიტიკური Cookie ფაილები: გამოიყენება ვებგვერდის გამოყენების ანალიზისთვის და მისი მუშაობის გაუმჯობესებისთვის. ინახავს მონაცემებს თქვენი ქცევის შესახებ, მაგალითად, რამდენ დროს ატარებთ ვებგვერდზე, რომელ ღილაკს აჭერთ, რომელ ბმულებზე გადადიხართ, რამდენად ხშირად სტუმრობთ ვებგვერდს და როგორ გადააგდილდებით (საძიებო სისტემიდან, სხვა საიტებიდან, პირდაპირ ბმულიდან და სხვა.).


ფუნქციური Cookie ფაილები: ეხმარება ვებგვერდს მომხმარებლის გამოცდილების პერსონალიზაციაში. აღნიშნული ფაილები არ არის აუცილებელი საიტის ძირითადი ფუნქციონირებისთვის, მაგრამ მათი გამოყენება აუმჯობესებს საიტის მუშაობას და მომხმარებლის გამოცდილებას (UX). ფუნქციური Cookie ფაილები ინახავს: თქვენი მიერ არჩეული ენის ან/და რეგიონალური პარამეტრების შესახებ ინფორმაციას, რათა ყოველი ვიზიტისას თავიდან არ მოგიწიოთ მათი დაყენება. ასევე, თქვენ მიერ არჩეული ვიზუალის, განლაგების ან/და რეჟიმის შესახებ ინფორმაციას, არსებობის შემთხვევაში თქვენი პირადი ანგარიშის მონაცემებს და პარამეტრებს, რათა განმეორებით არ მოგიწიოთ პარამეტრების შეყვანა და სხვა მსგავს მონაცემებს, რომელიც დაკავშირებულია თქვენ მიერ ვებგვერდზე განხორციელებულ ქმედებასთან, ეხმარება ვებგვერდს უფრო ინტუიციური და კომფორტული გახადოს თქვენი გამოცდილება.


მარკეტინგული Cookie ფაილები: გამოიყენება თქვენი ქცევისა და ინტერესების შესწავლისთვის, რათა მოგაწოდოთ პერსონალიზებული მარკეტინგული შეთავაზებები და რეკლამები. ამგვარი ფაილები ინახავს ინფორმაციას, როგორიც არის, იმ პროდუქტების ან სერვისების შესახებ, რომლებსაც ათვალიერებთ, ასევე, მონაცემებს, ვებგვერდზე ყოფნის დროის, შესრულებული მოქმედებების (მაგ., რეგისტრაცია, განაცხადის შევსება და სხვა) შესახებ, თუ რა სარეკლამო კამპანიამ გამოიწვია თქვენი ინტერესი, თქვენი ინტერაქციის შესახებ ინფორმაციას და სხვა ინფორმაციას რომელიც დაკავშირებულია ვებგვერდის გაუმჯობესების მარკეტინგულ მიზნებთან.


სარეკლამო Cookie ფაილები: გამოიყენება თქვენს ინტერესებზე მორგებული რეკლამების მიწოდებისთვის. ეს ფაილები აგროვებს მონაცემებს თქვენი ქცევის, ინტერესებისა და პრეფერენციების შესახებ, რათა რეკლამები უფრო რელევანტური და პერსონალიზებული იყოს. ამგვარი ფაილები აგროვებენ ინფორმაციას თუ რომელი პროდუქტებით და მომსახურებებით ინტერესედებით, რომელი რეკლამით დაინტერესდით ან/და უარყავით, ასევე, მონაცემს თქვენი გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს გეოგრაფიულად რელევანტური რეკლამების მიწოდება. აღნიშნული ფაილები გამოიყენება არა მხოლოდ ვებგვერდის მიერ, რომელსაც სტუმრობთ, არამედ მესამე მხარეების, მაგალითად, სარეკლამო ქსელების მიერაც. 


მესამე პირების Cookie ფაილები: ჩვენი ვებგვერდის ზოგიერთ გვერდზე შეიძლება სხვა ორგანიზაციებმაც/კომპანიებმაც დააყენონ ანონიმური Cookie ფაილები. ჩვენს ვებგვერდს ამ Cookie ფაილებთან წვდომა არ აქვს, ისევე როგორც სხვა ორგანიზაციებს/კომპანიებს არ აქვთ წვდომა იმ მონაცემებზე, რასაც ჩვენს ვებგვერდზე ვიყენებთ. 


აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და ვამუშავებთ ვებგვერდით სარგებლობის ხარისხის (UX) გაუმჯობესების და მარკეტინგული მიზნებისთვის. ჩვენს მიერ გამოყენებული Cookies ფაილები არ ინახავს იმგვარ პერსონალურ მონაცემებს, რაც შესაძლებელს გახდიდა თქვენს პირდაპირ იდენტიფიცირებას. Cookies ფაილებით შეგროვებული და შენახული მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული შემთხვევებისა. 


Cookie ფაილების მართვა: თქვენ შეგიძლიათ მართოთ „მზა ჩანაწერები“ (Cookies) თქვენივე ბრაუზერიდან, ამისთვის დაგეხმარებათ მითითებული ბმულები: 

https://shorturl.at/eJ2jP - (Firefox)

https://shorturl.at/IwzHS - (Chrome)

https://support.apple.com/en-us/105082 - (Safari web and IOS)



იმ შემთხვევაში თუ გსურთ მეტი ინფორმაცია გაიგოთ Cookie ფაილების შესახებ, ეწვიეთ შემდეგ ბმულს:

  • https://allaboutcookies.org/