კომპანიის შესახებ
ᲩᲕᲔᲜᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
სოკარ ენერჯი ჯორჯიას ჰოლდინგის წევრი ნავთობპროდუქტების საბითუმო და საცალო რეალიზატორი, რომელიც 2006 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ავტოგასამართი სადგურებით ვუზრუნველყოფთ მომსახურების მაღალ სტანდარტს და ვანხორციელებთ უმაღლესი ხარისხის ევროპული საწვავის რეალიზაციას.
უწყვეტი განვითარება
უწყვეტად ვვითარდებით ინდივიდუალურად და გუნდურად. ვზრუნავთ კომპანიის ფინანსურ სტაბილურობასა და წინსვლაზე
გუნდურობა
ერთად ვმოძრაობთ საერთო მიზნებისკენ გაზიარებული ხედვითა და ერთმანეთის ნდობით
ანგარიშვალდებულება
ვიაზრებთ ჩვენი გადაწყვეტილებების და ქმედებების გავლენას და ვიზიარებთ პასუხისმგებლობას ნებისმიერ შედეგზე ინდივიდუალურად და გუნდურად
ზრუნვა
ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე და პასუხისმგებელი ვართ იმაზე თუ როგორ ვექცევით მას; ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ და ვზრუნავთ ჩვენს თანამშრომლებსა და იმ საზოგადოებებზე, რომლებსაც ვემსახურებით.
უსაფრთხოება
უსაფრთხოება ჩვენი უმაღლესი პრიორიტეტია. ყოველი ჩვენი მოქმედებით ვუფრთხილდებით საკუთარ თანამშრომლებს, საზოგადოებას, გარემოს და მომავალ თაობებს.
ჩვენი ამბავი
რამდენიმე განსაკუთრებული პროექტი ჩვენი საქმიანობიდან

სოკარის ლაბორატორიის ტექნოლოგიური განვითარება
ჩვენს ლაბორატორიაში დაემატა ახალი ულტრათანამედროვე აპარატი, რომელიც კიდევ უფრო ამაღლებს საწვავის კვლევის სიზუსტეს და ეფექტურობას.

განახლებული ინფრასტრუქტურა
ახალი კონცეფციის გათვალისწინებით, გავხენით პირველი შავი ფერის ავტოგასამართი სადგური

გავხსენით პირველი თვითმომსახურების სადგური
დღეს უკვე 10-ზე მეტ ლოკაციაზე შეგიძლია თვითმომსახურების სადგურებით სარგებლობა

StopCov ფონდს 200,000 ლარი შევწირეთ
დამატებით, მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს 300,000 ლარის ღირებულების დახმარების პაკეტებით

ბორჯომში, დაზიანებულ ტერიტორიაზე 4,700 ხე დავრგეთ
რითიც კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება ეკოლოგიისადმი.

გავხსენით რიგით მეორე მულტიფუნქციური კომპლექსი თერჯოლაში
კომპლექსი მოიცავს სოკარის ავტოგასამართ სადგურს, Way Mart-ს, ვენდისს, დანკინ დონატს და სხვა ობიექტებს.

მწვანე ინიციატივების ფარგლებში ჩვენი სადგურების სახურავებზე დავიწყეთ მზის პანელების დამონტაჟება
სოკარი იყო პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც დაამონტაჟა მზის პანელები ავტოგასამართ სადგურებზე

გავხსენით კომპლექსი ბათუმში
კომპლექსში ასევე მდებარეობს მაკდონალდსის რესტორანი. ეს შენობა ცნობილია თავისი უნიკალური დიზაინით და არქიტექტურისთვის მიღებული აქვს რამდენიმე გლობალური ჯილდო
თბილისში გავხსენით ახალი ოფისი
არქიტექტურა ეფუძნება ძველ ციხე-სიმაგრის ნაგებობას ბაქოში - ქალწულის კოშკს

გავხსენით მრავალფუნქციური კომპლექსი ურბნისში
კომპლექსი მოიცავს ბავშვთა გასართობ ზონებს, Way Mart კაფე-მარკეტს და სხვა და სხვა მაღაზიებს ყოველდღიური საჭიროებებისთვის

კომპანიამ მიაღწია 1,000 დასაქმებულს
დღეს უკვე 2000-ზე მეტი ადამიანია სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის გუნდში

დაიწყო მარკეტების ქსელის გახსნა
დღესდღეობით, უკვე 70-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურზე შეგიძლია ვეი მარტით სარგებლობა

გაიხსნა სოკარის პირველი ბენზინგასამართი სადგური საქართველოში
ამავდროულად, ეს იყო სოკარის პირველი სადგური აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთ