პერსონალური ინფორმაცია
თანხმობა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე
წინამდებარე შეტყობინებაზე დათანხმებით, თქვენ აცხადებთ ნებაყოფლობით, ინფორმირებულ და მკაფიო თანხმობას მასზედ, რომ გსურთ შპს „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯია“-სგან მიიღოთ შეტყობინებები (SMS-ით, ელექტრონული ფოსტით, აპლიკაციით, სატელეფონო ზარებით) ჩვენი პროდუქციის, მომსახურების, ფასდაკლებების, სიახლეებისა და აქციების შესახებ. აღნიშნულ პროცესში დამუშავდება თქვენი შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, აპლიკაციის პროფილი, დაბადების თარიღი, სქესი და ლოიალურობის ბარათით განხორციელებული ტრანზაქციები.
გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ უარი თქვათ მარკეტინგული შეტყობინებების მიღებაზე და თქვენ მიერ გაცემული თანხმობა გამოიხმოთ. საამისოდ, შეგიძლიათ მოთხოვნის დაფიქსირება: ჩვენგან გამოგზავნილ მარკეტინგულ შეტყობინებაში მითითებული წესით (ე.წ. sms off, Unsubscribe), კომპანიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info.sgp@socar.ge, ცხელი ხაზის ნომერზე - *0001, კომპანიის მობილური აპლიკაციის ან ვებგვერდის საშუალებით. პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნა უსასყიდლოა და ამისთვის არ დაგეკისრებათ რაიმე გადასახადი.