ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲛᲝᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲛᲢᲔᲜᲔᲑᲘ
E-space-თან პარტნიორობით განვათავსეთ ელექტრომობილების დამტენები ჩვენს ავტოგასამართ სადგურებზე არა მარტო თბილისში, არამედ რეგინოებშიც. ჩვენთან შეძლებ ისარგებლო როგორც სწრაფი, ასევე სტანდარტული დამტენებით.


ეკონომიურობა
აქვს 6-8-ჯერ ნაკლები ხარჯი 100კმ-ზე ვიდრე ტრადიციულ ავტომობილებს და ამასთანავე, ელექტრომობილის მფლობელები არ იხდიან პარკინგის საფასურს

მაღალი წარმადობა
ელექტრო ძრავი სრულიად უხმაუროდ და დინამიურად უზრუნველყოფს მაღალი სიჩქარის განვითარებას

ნულოვანი ხმაური
მგზავრობას ხდის მშვიდს და კომფორტულს

ეკომეგობრულობა
ნულოვანი გამონაბოლქვი - არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს გარემოში, რაც ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა კლიმატის შენარჩუნებას
1
აპლიკაციის გადმოწერა
ჩამოტვირთე E-space-ის აპლიკაცია შენი სმარტფონის შესაბამისი მარკეტიდან.
2
რეგისტრაცია
გაიარე რეგისტრაცია და ვერიფიკაცია მობილურის ნომრით. აპლიკაციით სარგებლობისთვის აუცილებელია ბარათის მონაცემების დამატება, რომლის დროსაც ვალიდაციისთვის 20 თეთრი ჩამოგეჭრება და შემდეგ უკან დაგიბრუნდება.
3
დამტენის გააქტიურება
დამტენის გააქტიურება შესაძლებელია ორი მეთოდით: რუკაზე სასურველი დამტენის პინზე დაჭერით ან დამტენზე აღნიშნული 4 ციფრიანი კოდის ჩაწერით. დამუხტვის პროცესის დასაწყებად, საჭიროა აირჩიო ორი მეთოდიდან ერთ-ერთი: „სრულად დამუხტვამდე“ ან „თანხის მითითებით“.
4
დატენვის დასრულება
დატენვის დასრულებისას დააჭირე ღილაკს „დატენვის დასრულება“, რომელიც გამოჩნდება შენი მობილურის ეკრანზე ან გამოაერთე დამტენი მანქანიდან.
