ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲘᲜᲘᲪᲘᲐᲢᲘᲕᲘᲗ ᲝᲚᲘᲛᲞᲘᲐᲓᲘᲡ ᲒᲐᲛᲐᲠᲯᲕᲔᲑᲣᲚᲔᲑᲘ ᲑᲐᲠᲡᲔᲚᲝᲜᲐᲡ ᲡᲐᲖᲐᲤᲮᲣᲚᲝ ᲡᲙᲝᲚᲐᲨᲘ ᲒᲐᲔᲛᲒᲖᲐᲕᲠᲜᲔᲜ
ისნის რაიონში არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატორის“ ორგანიზებით ჩატარდა საგნობრივი ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 300-მდე მოსწავლემ.
ოლიმპიადაში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა - ნინო ჯალაღონიამ და მარიამ ჭეჭვაძემ SOCAR-ისგან მიიღეს განსაკუთრებული საჩუქარი: ბარსელონას საზაფხულო სკოლის 2-კვირიანი საგზური.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში მონაწილეებმა გაიარეს ინგლისური ენის ინტენსიური კურსი, განივითარეს კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები და დაამყარეს საერთაშორისო მეგობრული და კულტურული ურთიერთობები.
სოკარი აგრძელებს განათლების გზაზე ახალგაზრდების მხარდაჭერას.
