banner img

ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲣᲠᲘ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ ᲡᲝᲙᲐᲠᲨᲘ - ᲓᲐᲡᲐᲥᲛᲓᲘ ᲓᲐ ᲛᲘᲘᲦᲔ ᲡᲬᲐᲕᲚᲘᲡ ᲓᲐᲤᲘᲜᲐᲜᲡᲔᲑᲐ

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა ახალი ინიციატივა წამოიწყო, რომლის მიზანია ახალგაზრდების დასაქმებისა და განათლების ხელშეწყობა. პროგრამა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ერთდროულად მიიღონ სამუშაო გამოცდილება და მოიპოვონ სწავლისთვის საჭირო ფინანსური მხარდაჭერა.


პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ კერძო და სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2025-2026 სასწავლო წლის პერიოდში აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ავტოგასამართ სადგურზე მოლარე-ოპერატორის ან უფროსი მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე და აკმაყოფილებენ დაფინანსების კრიტერიუმებს.


ინიციატივა მიზნად ისახავს სტუდენტთა პროფესიული და პირადი განვითარების ხელშეწყობას, მათი მოტივაციის გაზრდას და სამუშაო კულტურის გაძლიერებას, რაც კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი აგრძელებს ახალგაზრდების მხარდაჭერას და განათლებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას საქართველოს მასშტაბით.


შემოუერთდი სოკარის გუნდს: https://shorturl.at/yAU3y