ᲥᲐᲚᲗᲐ ᲒᲐᲫᲚᲘᲔᲠᲔᲑᲐ


47d0808e-b109-4193-96c8-60367cdb44e1_9U1A7774.jpg

ქალთა ეკონომიკური გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი დაჯილდოვდა

5 დეკემბერს აღინიშნა ქალთა გაძლიერების პრინციპების WEPs-ის ინიციატივის 10 წლის იუბილე საქართველოში, ათწლიანი თანამშრომლობა გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და კერძო სექტორს შორის გენდერული თანასწორობის მიმართულებით.


10 წლის განმავლობაში მხარდაჭერის და ქალთა ეკონომიკური გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი დაჯილდოვდა.


სოკარი მხარს უჭერს WEPs-ის ქალთა გაძლიერების პრინციპებს.


ჩვენი ინიციატივები ზრდის ქალთა მონაწილეობასა და ლიდერობას და ქმნის გარემოს, სადაც სამართლიანი მოპყრობა და თანაბარი შესაძლებლობები საშუალებას აძლევს როგორც ქალებს, ასევე კაცებს, წარმატებით განვითარდნენ.

წაიკითხეთ მეტი
ec6f146d-6642-439b-b9bb-b2354e28ffd2_ნოდარი-მემორანდუმი საიტისთვის.jpg

მემორანდუმი ქალთა საფეხბურთო კლუბ ვერესთან

2025 წლის 26 მარტს, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმსა და ქალთა საფეხბურთო კლუბ ვერეს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტის ხელშეწყობასა და ქალთა გაძლიერებას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოკარ ჯორჯია პეტოლეუმის დირექტორმა – ნოდარ ყანჩაველმა და საფეხბურთო კლუბ ვერეს დირექტორმა – ზურაბ სამუშიამ.


ქალთა გაძლიერება სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კომპანია წლებია აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ქალების როლის გაძლიერებას ბიზნესში, განათლებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.


ვერე ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და პერსპექტიული ქალთა საფეხბურთო კლუბია საქართველოში. 2025 წელს კლუბმა მოიპოვა ქალთა უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების გაძლიერებაში. კლუბი აქტიურად მუშაობს ნიჭიერი მოთამაშეების აღმოჩენაზე, აღზრდასა და ეროვნულ ნაკრებში ინტეგრაციაზე.


აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ ერთი ნაბიჯია ძლიერი, მრავალმხრივ განვითარებული საზოგადოების მხარდასაჭერად, სადაც ქალებს მეტი შესაძლებლობა ეძლევათ თავიანთი პოტენციალის სრულად გამოსავლენად.

წაიკითხეთ მეტი
ba1a10a8-a4cb-4c1a-86ad-4407d1e861e3_expo-1.jpg

ექსპო 2024 - მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

23 ნოემბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის მხარდაჭერით საგამოფენო ცენტრმა ექსპო ჯორჯიამ ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას უკვე მესამედ უმასპინძლა.


გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 145-მა მეწარმე ქალმა საქართველოდან. მათ შორის ლტოლვილმა ქალებმა უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან. მეწარმე ქალებმა ღონისძიების სტუმრებს საკუთარი პროდუქცია წარუდგენეს, რომლის შეძენაც ადგილზევე შეეძლოთ.


პავილიონში მწვანე და მდგრადი ბიზნესებისთვის გამოყოფილი იყო ცალკე კუთხე, სადაც გაერთიანებული იყო ისეთი პროდუქტები, რომლებსაც ქალები ნარჩენების, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისა და ტექნოლოგიების დახმარებით ქმნიან. ადგილზე სტუმრების სოციალური საწარმოების მიერ დამზადებული პროდუქციის შეძენაც შეეძლოთ.


გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, მოეწყო გასართობი და შემეცნებითი კუთხე ბავშვებისთვის, ასევე, საკვები და მუსიკალური სივრცეები. გაიმართა მასტერკლასები, რომლებმაც ვიზიტორებს საშუალება მისცა, მწვანე ტექნოლოგიების გამოყენებით, საახალწლო ნივთები თავადვე დაემზადებინათ.


აღსანიშნავია, რომ გამოფენის წინა დღეს ჩატარდა სპეციალური მასტერკლასებიც, სადაც მეწარმე ქალები გაეცნენ ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, მდგრადი ბიზნესის სპეციფიკას, ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობებსა და ელექტრონული კომერციის უპირატესობებს.


გამოფენა-გაყიდვის მიზანი საქართველოში ქალთა მეწარმეობის პოპულარიზაციაა, რაც ხელს უწყობს მეწარმე ქალების ბაზრებზე წვდომას, მათთვის სასარგებლო ცოდნის გაზიარებას, საინტერესო ბიზნესკავშირებისა და ახალი პერსპექტიული პარტნიორობების დამყარებას.

წაიკითხეთ მეტი
f5b79bf3-fc51-4f3f-903d-4da6a5f85bcb_462213628_518354147610789_8675218938417223670_n.jpg

მეწარმე ქალთა გამოფენა

26 სექტემბერს, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე გაიხსნა მეწარმე ქალთა ასოციაცია AWE - Association of Women Entrepreneurs-ისა და SOCAR Georgia Petroleum-ის ერთობლივი გამოფენა.


დღესასწაულზე მისულ დამთვალიერებლებს სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში ქალი მსჯავრდებულების მიერ დამზადებული ნივთების ყიდვის შესაძლებლობა ორი დღის განმავლობაში ჰქონდათ. გამოფენა-გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა მსჯავრდებულებს პირად ანგარიშზე გადაირიცხა და ამ ინიციატივით პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ქალბატონებს დამატებითი შემოსავალი გამოუჩნდათ.


ტყავის ჩანთებს, საფულეებს, სამაჯურებსა და სხვადასხვა აქსესუარს მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებში ხელით ქმნიან - ეს პროცესი მათ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდის ნაყოფიერად გატარებასა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას უწყობს ხელს. მათ დაწესებულების დატოვების შემდეგაც აქვთ მაღაზიასთან თანამშრომლობის შესაძლებლობა - რაც განმეორებითი დანაშაულის პრევენციისათვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.


ოფიციალური თანამშრომლობის ფარგლებში სოკარმა მეწარმე ქალთა ასოციაციას საგამოფენო ინვენტარი გადასცა.

წაიკითხეთ მეტი
bf9bead7-473c-4269-a42d-e719dd9794b5_AWE.jpg

მემორანდუმი მეწარმე ქალთა ასოციაცია - ავესთან

სოკარ ჯორჯია პეროლეუმსა და მეწარმე ქალთა ასოციაცია - ავეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის დირექტორმა - ნოდარ ყანჩაველმა და მეწარმე ქალთა ასოციაცია - ავეს პრეზიდენტმა - მარიამ ჩიკოპაიძემ.


მემორენდუმის მიზანია, მხარეების ერთობლივი ძალისხმევით, ხელი შეეწყოს მეწარმე ქალების გაძლიერებას და მხარდაჭერას.


ქალთა გაძლიერება - სოკარის გრძელვადიანი CSR სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული.

სოკარ ჯორჯია პეროლეუმსა და მეწარმე ქალთა ასოციაცია - ავეს შორის საერთო ღირებულებებსა და ხედვაზე დამყარებული პარტნიორობა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ უწყობს ორი ორგანიზაცია ხელს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, რაც რა თქმა უნდა, თავის მხრივ, ბიზნესებში ქალების უფრო მეტად ჩართულობას განაპირობებს.

წაიკითხეთ მეტი
13187d8b-bda4-4531-b8d3-41148c4a3676_cover.jpg

სოკარი ქალი მეწარმეებისთვის

2023 წელს, სოკარმა დაგეგმა და განახორციელა პროექტი, რომლის ფარგლებშიც, გადაიღო 6 ქალი მეწარმე, რომელიც სოციალურ ბიზნესს აწარმოებენ საქართველოში. აღნიშნული ბიზნესები გახლავთ: "ბაბალე", "გნომო", "ვუდთინსი", "კერამიკ სტუდიო 1300", "ჩიკატაი" და "რკო".


პრეოქტის მიზანი ქალი მეწარმეების ხელშეწყობასთან ერთად, ცნობიერების ამაღლება და აღნინშული ბიზნესების შესახებ ფართო მასშტაბის ინფორმირებაა.


წარსულში, სოკარმა არაერთი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია განახორციელა ქალთა უფლებების რეალიზაციისა და ქალების მხარდაჭერის მიმართულებით.

წაიკითხეთ მეტი
44db27b9-d8b4-44c7-ab1c-ad82308d67a8_viber_image_2024-10-25_13-14-39-630.jpg

ქალთა საერთაშორისო რალი - Rally Offroad Georgia

სოკარი იყო საქართველოში პირველი საერთაშორისო ქალთა რალის Rally Offroad Georgia-ს მხარდამჭერი. მაშ შემეგ, ღონისძიებას ყოველწლიურად ვაფინანსებთ.


რალის მიაზანია საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპის დანგრევა. ის, რომ ავტომობილის მართვა ქალების გატაცებაც შეიძლება იყოს და მათ არანაკლებად შეუძლიათ უგზოობაზე მართვის სირთულეებთან გამკლავება.


ქალთა პირველმა რეიდმა საქართველოში საქველმოქმედო კამპანია გამართა. რბოლის მონაწილეებმა შერჩეულ მუნიციპალიტეტებში დაარიგეს ტანსაცმელს, სათამაშოები და სხვა ჰუმანიტარულ დახმარება.

წაიკითხეთ მეტი
ec16e218-e91b-4d73-a208-0243a1da00e8_Hitube_9s3wPSgbtc_2024_10_25_12_28_37.jpg

გოგონების დღე

ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია - საფარიმ გოგოების დღის აღსანიშნავად, გააერთიანა საერთო ღირებულებების მქონე ახალგაზრდები სხვადასხვა რეგიონებიდან. შეხვედრა მიზნად ისახავდა გამოცდილების, შესაძლებლობების გაზიარებასა და მოზარდი გოგოების მხარდაჭერას. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო: პანელური დისკუსიები, აუდიტორიასთან კითხვა-პასუხის რეჟიმი, სურვილებისა და მიზნების დაფა, თამაშები, საჩუქრები და სხვა. სოკარი გოგონების დღის აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერი იყო.

წაიკითხეთ მეტი
9b50247c-2898-4844-b851-8f4e2c48e5e2_20.jpg

SOCAR X UN Women

ქალთა გაძლიერების მიმართულებით, 2018 წელს, სოკარი შეუერთდა გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს, რაც გულისხმობს სამუშაო ადგილებზე ქალთა უფლებების მაქსიმალურად დაცვას, ქალების წახალისებას მაღალი რგოლის მენეჯმენტის პოზიციებზე და ქალების დასაქმებას ე.წ. „არატრადიციულ თანამდებობებზე“. პროექტის მიზანია აგრეთვე სქესობრივი დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროვების აღმოფხვრა და პრევენცია.


აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობა დღემდე აქტიურად გრძელდება. 

წაიკითხეთ მეტი
152ab228-0a97-47ec-89a0-e6d7d6ed5eff_18.jpg

#ქალივიციმესაჭესთან

სოკარმა, როგორც ქალთა გაძლიერების მხარდამჭერმა, ცნოებიერების ასამაღლებელი კამპანია #ქალივიციმესაჭესთან განახორციელა.


კამპანიის ფარგლებში დარიგდა საავტომობილო სტიკერები #ქალივიციმესაჭესთან, რომლის მიზანი იყო არსებულ სტერეოტიპებთან შეწინააღმდეგება. იგივე კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნდა ყოველკვირეული საინფორმაციო პოსტები სოკარის ფეისბუქ გვერდზე, სადაც ასახული იყო ქართველ და უცხოელ ქალებზე საინტერესო ისტორიები, მათი სამეცნიერო მიღწევები და გამბედაობა.

წაიკითხეთ მეტი