SOCAR
banner img
banner img
banner img
banner img

ᲡᲞᲔᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲝᲚᲘᲛᲞᲘᲐᲓᲘᲡ ᲒᲣᲜᲓᲘᲡ ᲬᲐᲠᲛᲐᲢᲔᲑᲐ ᲟᲔᲜᲔᲕᲐᲨᲘ

სოკარის მხარდაჭერით, საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის გუნდმა შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში გამართულ თაგ-რაგბის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა და ვერცხლის მედლები მოიპოვა.


გუნდმა ტურნირზე 9 შეხვედრა გამართა, საიდანაც 7 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და მხოლოდ ფინალურ მატჩში, საფრანგეთთან დაძაბულ შეხვედრაში, მინიმალური სხვაობით დამარცხდა.


საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის  გუნდი, რომელიც 2024 წელს შეიქმნა, საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს. სამი წლის განმავლობაში მის ანგარიშზე ჯამში 24 გამარჯვება, 4 ფრე და მხოლოდ ერთი მარცხია.


შშმ პირთა უფლებების რეალიზაციის მხარდაჭერა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა სოკარის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.