SOCAR
banner img
banner img
banner img
banner img
banner img

ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲡᲞᲔᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲝᲚᲘᲛᲞᲘᲐᲓᲘᲡ ᲒᲣᲜᲓᲘᲡ ᲬᲐᲠᲛᲐᲢᲔᲑᲐ ᲞᲐᲠᲘᲖᲨᲘ

სოკარის მხარდაჭერით, საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის გუნდმა 29-30 მაისს პარიზის საერთაშორისო თაგ-რაგბის ტურნირზე იასპარეზა, ყველა თამაში მოიგო და ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა.

უკონტაქტო თაგ-რაგბი მსოფლიოს სპეციალური ოლიმპიადის სპორტულ მიმართულებებს 2019 წელს დაემატა. საქართველოში მორაგბეთა გუნდი 2024 წელს შეიქმნა და იმავე წელს პარიზის ტურნირზე პირველად იასპარეზა, სადაც ოქროს მედლები მოიპოვა.

წელს გუნდი პარიზის ტურნირზე მესამედ წარდგა. 24-გუნდიან ჩემპიონატში საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის გუნდმა 6 შეხვედრა გამართა და ყველა მათგანში გამარჯვება მოიპოვა. გუნდი არსებობის მესამე წელსაც დაუმარცხებელია - საერთო ჯამში, მის ანგარიშზე 17 გამარჯვება და 3 ფრეა.

სოკარისთვის შშმ პირების უფლებების რეალიზაციის მხარდაჭერა სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კომპანია აგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც თანაბარი შესაძლებლობების შექმნასა და ინკლუზიური გარემოს გაძლიერებას უწყობს ხელს.