ᲡᲝᲙᲐᲠᲘ ᲛᲓᲒᲠᲐᲓᲘ ᲢᲠᲐᲜᲡᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲤᲔᲜᲐ „ᲒᲐᲪᲕᲚᲘᲡ“ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲛᲭᲔᲠᲘᲐ
26 ივნისს, თბილისში, კომბინატის სივრცეში, სოციალური საწარმო „სადგურის“ ინიციატივით, რიგით მეორე მდგრადი ტრანსფორმაციის გამოფენა „გაცვლა“ გაიმართა. პროექტში სოკარმა უკვე მეორედ მიიღო მონაწილეობა და კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ინიციატივას, რომელიც ხელოვნებას, მდგრად განვითარებასა და გარემოზე ზრუნვის იდეას აერთიანებს.
გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო კერძო კომპანიების გამოუსადეგარი და მეორადი მასალებისგან შექმნილი ექსპონატები, რომლებმაც ძველ ნივთებს ახალი ფორმა, ფუნქცია და შინაარსი შესძინა. მათ შორის იყო სოკარის მასალებისგან შექმნილი ნამუშევრებიც, რომლებიც კომპანიის მდგრადი განვითარების ხედვას შემოქმედებითი ფორმით გადმოსცემდა.
„გაცვლა“ წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც ბიზნესს, ხელოვნებასა და საზოგადოებას მდგრადი ტრანსფორმაციის საერთო იდეის გარშემო აერთიანებს. პროექტში მონაწილეობით სოკარი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მდგრადი განვითარება და გარემოზე ზრუნვა კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
.jpg&w=3840&q=75)

.jpg&w=3840&q=75)

.jpg&w=3840&q=75)
.jpg&w=3840&q=75)
.jpg&w=3840&q=75)