ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲘᲗ ᲒᲣᲓᲐᲣᲠᲘᲡ ᲓᲐᲡᲣᲤᲗᲐᲕᲔᲑᲘᲡ ᲓᲦᲔᲔᲑᲘ ᲒᲐᲘᲛᲐᲠᲗᲐ
27-28 ივნისს, სოკარის მხარდაჭერითა და ორგანიზაცია „სადაგის“ ინიციატივით გუდაურის დასუფთავების დღეები გაიმართა. გარემოსდაცვით ინიციატივაში 150-ზე მეტი მოხალისე ჩაერთო, რომლებმაც ერთობლივი ძალებით გუდაურის ტერიტორია დაასუფთავეს.
კამპანიის ფარგლებში მონაწილეებმა წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე ნარჩენები შეაგროვეს და ტერიტორიის მოწესრიგებაში მიიღეს მონაწილეობა. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს როგორც გარემოზე ზრუნვის კულტურის გაძლიერებას, ასევე საზოგადოებრივი ჩართულობის წახალისებას.
ეკომეგობრული პროექტების მხარდაჭერა სოკარის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კომპანია აგრძელებს ისეთი ინიციატივების ხელშეწყობას, რომლებიც გარემოს დაცვასა და მდგრადი განვითარების იდეის პოპულარიზაციას ემსახურება.