ᲐᲕᲢᲝᲛᲠᲑᲝᲚᲔᲚᲘ ᲜᲐᲗᲘᲐ ᲭᲐᲜᲢᲣᲠᲘᲐᲡ ᲬᲐᲠᲛᲐᲢᲔᲑᲣᲚᲘ ᲡᲔᲖᲝᲜᲘ
სოკარის მხარდაჭერით, ავტომრბოლელი ნათია ჭანტურია მიმდინარე სეზონზე სლალომისა და წყვილთა რბოლის დისციპლინებში წარმატებით ასპარეზობს.
სლალომის სეზონის სამი ეტაპი უკვე გაიმართა და ნათიამ სამივე მათგანში პირველი ადგილი დაიკავა. მიღწეული შედეგებით ის წლიურ ჩათვლაშიც ლიდერობს და ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება მთავარ მიზანს - საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობას.
წარმატებით ასპარეზობს წყვილთა რბოლაშიც, სადაც ერთადერთი ქალი მონაწილეა. მიმდინარე სეზონზე ნათია ამ დისციპლინაშიც არაერთხელ მოხვდა პოდიუმზე და მეორე და მესამე ადგილები დაიკავა.
მიღწეული შედეგები ნათიასთვის ახალი სპორტული მიზნებისკენ მიმავალი გზის მნიშვნელოვანი ნაწილია. გამოცდილებასთან და მუდმივ განვითარებასთან ერთად, ის აგრძელებს მზადებას უფრო მასშტაბური გამოწვევებისთვის.
სოკარი მხარს უჭერს ნათია ჭანტურიას სპორტულ განვითარებასა და მის სწრაფვას ახალი მიღწევებისკენ. ამასთან, კომპანია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქალთა გაძლიერებას და მათ მხარდაჭერას ისეთ სფეროებში, სადაც ქალების ჩართულობა ჯერ კიდევ შედარებით მცირეა. ნათიას მხარდაჭერაც სწორედ ამ მიდგომის ნაწილია - ხელი შევუწყოთ ქალების პროფესიულ განვითარებას, შესაძლებლობების გაფართოებასა და ახალი წარმატებების მიღწევას.
.jpg&w=3840&q=75)
.jpg&w=3840&q=75)
