banner img
banner img
banner img
banner img

ᲒᲐᲪᲕᲚᲐ 2025 - ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲛᲓᲒᲠᲐᲓᲘ ᲢᲠᲐᲜᲡᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲣᲚᲘ ᲒᲐᲛᲝᲤᲔᲜᲐ

20 ივნისს, თბილისში, კომბინატის სივრცეში, გაიმართა პირველი მდგრადი ტრანსფორმაციული გამოფენა „გაცვლა 2025“, რომელიც სოციალური საწარმო „სადგურის“ ორგანიზებით ჩატარდა.

 

„გაცვლა 2025“ ხელოვნებისა და ეკომეგობრული მიდგომების შერწყმის მაგალითია, რომელიც მიზნად ისახავს მეორადი და გამოუსადეგარი ნივთების ხელახალ გამოყენებასა და მათ კულტურულ კონტექსტში გადატანას. ღონისძიების ფარგლებში, ძველი და დაზიანებული ნივთები გარდაიქმნა ღირებულ ექსპონატებად.

 

პროექტის პარტნიორი იყო სოკარი - კომპანია, რომელიც პასუხისმგებლიანი ბიზნესის სახელით აქტიურად უჭერს მხარს ეკოინიციატივებსა და მდგრად განვითარებას. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სოკარის ძველი და დაზიანებული ინვენტარი, რომელიც გადამუშავდა და საგამოფენო ექსპონატებად გარდაიქმნა.

 

სოციალური საწარმო „სადგური“ ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მექანიზმების დანერგვას ბიზნესსა და საზოგადოებაში. პროექტი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მარკეტინგის, ეკოლოგიისა და თანამედროვე ხელოვნების მიმართულებებით დაინტერესებული ვიზიტორებისთვის.