ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲡᲐᲓᲐᲒᲘᲡ ᲔᲠᲗᲝᲑᲚᲘᲕᲘ ᲓᲐᲡᲣᲤᲗᲐᲕᲔᲑᲘᲡ ᲦᲝᲜᲘᲡᲫᲘᲔᲑᲐ ᲠᲐᲭᲐᲨᲘ
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა პარტნიორ ორგანიზაცია სადაგთან ერთად რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარედ 2 დღიანი დასუფთავების ღონისძიება ჩაატარა. კამპანიის ფარგლებში მონაწილეებმა წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე ნარჩენები შეაგროვეს და ტერიტორია სრულად გაასუფთავეს.
დასუფთავების ღონისძიებას აქტიურად შეუერთდნენ ადგილობრივი მცხოვრებნიც, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჩართულობა გარემოსდაცვით საკითხებში.
აღნიშნული ინიციატივა სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომლის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს გარემოს დაცვა წარმოადგენს.
.jpg)



.jpg)